მთავარი / სიახლეები / სკონჩერტი: “მხოლოდ რეკორდისთვის თამაში ბუფონის და ფეხბურთის უპატივცემულობაა”

სკონჩერტი: “მხოლოდ რეკორდისთვის თამაში ბუფონის და ფეხბურთის უპატივცემულობაა”

იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა მარიო სკონჩერტიმ ჯანლუიჯი ბუფონი გააკრიტიკა, რომელმაც „სასუოლოსთან“ უხეში შეცდომა დაუშვა და მეტოქეს ქულის მოპოვებაში ხელი შეუწყო.

„მეკარის პოზიცია უნიკალურია. ის იცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ტრავმასთან გვაქვს საქმე ან ბევრ უხეშ შეცდომასთან. ბუფონის თამაში მხოლოდ იმიტომ, რომ რეკორდი მოხსნას, არარეალურია, ეს თვითონ ბუფონის და ფეხბურთის უპატივცემულობაა“, – თქვა სკონჩერტიმ.

შეგახსენებთ, ბუფონს ამ დროისთვის 645 მატჩი აქვს სერია A-ში ჩატარებული, ხოლო რეკორდი პაოლო მალდინის ეკუთვნის – 647 თამაში. ჯიჯიმ ყველა შეხვედრა მიმდინარე სეზონში ტურინში ჩაატარა – „ვერონასთან“, „სპალთან“, „ბოლონიასთან“, „ჯენოასთან“ და „სასუოლოსთან“.

შემთხვევითი სიახლე

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “ლევერკუზენთან”

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში ლევერკუზენის „ბაიერს“ ესტუმრება. მაურიციო სარის გუნდისთვის ეს თამაში პრაქტიკულად …

ჰიოვედესი ტურინულ კარიერაზე: “საოცარი იყო, ბუფონმა და კიელინიმ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს”

ბენედიქტ ჰიოვედესმა 2017-2018 წლების სეზონი იჯარით ტურინის „იუვენტუსში“ გაატარა. გერმანელი ტრავმებისგან იტანჯებოდა და მხოლოდ სამჯერ …