ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-14 ტურში „სასუოლოს“ მოულოდნელად ვერ მოუგო (2:2) და უმნიშვნელოვანესი ორი ქულა დაკარგა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
ბუფონი 5 – კაპუტოს გოლში მისი წვლილი დიდია.
კუადრადო 5 – სწორედ მისი უყურადღებო და დაუდევარი პასის შემდეგ დაიბადა კაპუტოს გოლი.
ბონუჩი 6.5 – შესანიშნავი გოლი გაიტანა რთულ დღეს. დაცვაშიც საუკეთესო იყო თანაგუნდელთა შორის.
დე ლიხტი 4.5 – ორივე გოლში მთავარი დამნაშავე. ჯერ ბოგა იმიტომ არ მოხვდა თამაშგარეში, რომ დე ლიხტი პოზიციურად შეცდა, მერე კაპუტოს საგოლე პასი გაუკეთა. დასავიწყებელი კვირა.
ალექს სანდრო 6 – დაბალი პასი და ბოგა გაექცა.
ბენტანკური 6.5 – ალბათ საუკეთესო „იუვენტუსის“ რიგებში. ნახევარდაცვაში უდიდესი სამუშაო შეასრულა.
პიანიჩი 6 – „იუვეს“ სათამაშო რიტმს ბოსნიელი კარნახობდა და რამდენიმე სახიფათო პასიც გააკეთა.
ემრე ჯანი 4.5 – პირველ ტაიმში არაფერი გაუკეთებია, სურვილიც არ ჰქონია. მეორე ნახევარში უკეთესი იყო, საგოლე შანსი გაანიავა და შეცვალეს.
მატუიდი 6 – გერმანელთან შედარებით, ფრანგი სრულიად განსხვავებული იყო.
ბერნარდესკი 5 – როგორც კი შეცდომას უშვებს, „ალიანც სთედიუმი“ უსტვენს. ბევრი შეცდომა, ბევრი სტვენა. გამთამაშებლის პოზიციაზე ძალიან უჭირს და უფრო კარგი იყო როდესაც ფლანგზე ათამაშებდნენ. ეს სარისთვის პატარა პრობლემა არაა.
დიბალა 7 – „იუვენტუსი“ დიბალას მოედანზე შესვლის შემდეგ შეიცვალა. მისი ძირითადში არდაყენება შეცდომა იყო, რომელიც სარისთვის დაკარგულ ორ ქულად დაფასდა.
იგუაინი 5.5 – ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო. ძალიან მაგარი მომენტიც გაანიავა.
რემზი შ.გ – ბოლო საგოლე შანსი ჰქონდა, მაგრამ სუსტად დაარტყა.
რონალდუ 6 – უფრო უკეთ ითამაშა, ვიდრე „ატლეტიკოსთან“, მაგრამ ჯერ კიდევ არ აქვს ისეთი გავლენა, როგორც უნდა ჰქონდეს. როდესაც თამაშში დიბალა ჩაერთო, კრიშტიანუც ათამაშდა.