ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა „სასუოლოსთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. ურუგვაელი ფეხბურთელის განცხადებით, მეორე ტაიმში გუნდმა კარგი თამაში აჩვენა და საგოლე მომენტებიც ბევრი შექმნა.
„პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ, ძალიან ღიად ვთამაშობდით და რამდენიმე კონტრშეტევა მივიღეთ. მეორე ნახევარი უკეთესი იყო, ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და ვცდილობდით გამარჯვებას, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.
მიუხედავად ამისა, ეს ქულაა, რომელიც გვჭირდებოდა. მომენტების გამოუყენებლობას რაც შეეხება, ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდებოდა. უნდა გავაგრძელოთ ისე თამაში, როგორც მეორე ტაიმში ვითამაშეთ“, – თქვა ბენტანკურმა.