მთავარი / სიახლეები / მაურიციო სარის კომენტარი “სასუოლოსთან” მატჩის შემდეგ

მაურიციო სარის კომენტარი “სასუოლოსთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „სასუოლოსთან“ (2:2) მატჩი შეაფასა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, გუნდმა ძალიან ცუდი პირველი ტაიმი ჩაატარა.
„გუნდთან 30 წამი ვისაუბრეთ, საჭიროა ვითარების გაანალიზება. პირველ ტაიმში თავის გარეშე ვითამაშეთ, დიდ სივრცეებს ვტოვებდით და დაკარგულ ბურთებზეც ბევრ დროს ვკარგავდით. მეორე ტაიმი გაცილებით კარგად ჩავატარეთ.2:1-ის შემდეგ გუნდმა რეაგირება მოახდინა და გამარჯვებისთვის ბევრი საგოლე მომენტი შექმნა.

შეცდომები დავუშვით ნახევარდაცვაში მოძრაობის დროს, 4-5 სიტუაციაში ძალიან დიდი სივრცეები დავტოვეთ. ამ მატჩამდე ორი ურთულესი თამაში გვქონდა, განსაკუთრებით ფსიქოლოგიურად და აღდგენა ადვილი არაა.

რონალდუ? ვგრძნობთ, რომ ნელ-ნელა ფიზიკურად ძალას იბრუნებს. კარგი იყო მატჩის ბოლო ნაწილში, მხოლოდ ბრწყინვალების აღდგენა სჭირდება.

ბუფონი? მეორე გოლის დროს წარმოუდგენელი შეცდომები დავუშვით, რამდენიმე. ბუფონის შეცდომაც სწორედ შეცდომების სერიის ჯაჭვური რეაქცია იყო“, – განაცხადა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაქვეითდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …