ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ განაცხადა, რომ „იუვენტუსი“ მისი ცხოვრების ყველაზე რთული გამოწვევა იყო. ფრანგის განცხადებით, იტალიაში მძიმე შრომა მნიშვნელოვანია.
„იუნაიტედში“ ბევრი ტიტული მოვიგე, მაგრამ არ მეშინია იმის თქმა, რომ იქ გატარებული პერიოდი „იუვენტუსში“ ყოფნასთან შედარებით შვებულება იყო. ტურინში მუშაობის ნათელი მეთოდია – ვარჯიშები… თამაშამდე ორი დღით ადრე სასტუმროში მივდიოით, ვვარჯიშობდით თამაშის დღესაც. სწორედ ამით ვამაყობ: მენტალურად „იუვენტუსში“ თამაში ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა იყო.
ერთი თვის განმავლობაში ერთი დღე გვქონდა თავისუფალი, ყველაფერს აკონტროლებდნენ შენს შესახებ. „იუვენტუსს“ დნმ-ში აქვს მძიმე შრომა.
ზოგი ამბობს, რომ იტალიაში თამაში ადვილია. ვფიქრობ, რომ ამ ხალხს იტალიაში არასდროს უვარჯიშიათ“, – თქვა ევრამ.
შეგახსენებთ, რომ პატრის ევრა „იუვენტუსის“ ღირსებას 2014 წლის ზაფხულიდან 2017 წლის იანვრამდე იცავდა.