ტურინის „იუვენტუსმა“ გასულ ზაფხულს დაცვის ხაზი გაახალგაზრდავა, მატიას დე ლიხტი, კრისტიან რომერო, მერიჰ დემირალი და ლუკა პელეგრინი შეიძინა. ახლა კი, კიდევ ერთ ნიჭიერ მცველს დაადგა თვალი.
იტალიური მედიის ცნობით, „ვესტ ბრომვიჩ ალბიონის“ განაპირა მცველი ნათან ფერგიუსონი ტურინელთა ინტერესის სფეროაშია.
2000 წელს დაბადებული ფეხბურთელი ჩემპიონშიფში მიმდინარე სეზონში პირველად ირჯება და 12 მატჩიდან 11 ჩაატარა. ნიშანდობლივია, რომ ინგლისელს დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, რაც დამატებითი პლიუსია.
ფეხბურთელს „ვესტ ბრომვიჩთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება, ხოლო „იუვეს“ გარდა ფერგიუსონისთვის „ატლეტიკო“, „მარსელი“ და რამდენიმე პრემიერლიგის გუნდი იბრძოლებს.