მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” – “ლოკომოტივი”: სტატისტიკა და ფაქტები

“იუვენტუსი” – “ლოკომოტივი”: სტატისტიკა და ფაქტები

ტურინის „იუვენტუსისა“ და „ლოკომოტივის“ მატჩის დაწყებამდე წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკურ მონაცემსა და ფაქტებს:

1993 წლიდან… „იუვენტუსი“ და „ლოკომოტივი“ ბოლოს 1993-1994 წლების სეზონში უეფას თასზე შეხვდნენ. ტურინელებმა შინ 3:0, ხოლო სტუმრად 1:0 მოიგეს.

იური სიომინი ერთადერთია ორივე გუნდიდან, რომელიც მაშინაც წარმოადგენდა თავის გუნდს – „ლოკომოტივს“, როდესაც რუსებმა სახლში 0:1 წააგეს.

38-დან 2… „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 38 მატჩიდან საკუთარ მოედანზე მხოლოდ ორი წააგო (26 მოგება, 10 ფრე, 2 წაგება), ხოლო 23-ჯერ საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

„ლოკომოტივმა“ ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად 17 მატჩიდან მესამე გამარჯვება პირველ ტურში „ლევერკუზენთან“ მოიპოვა (3 მოგება, 3 ფრე, 11 წაგება. რუსულ გუნდს ზედიზედ ორი გასვლითი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე არასდროს მოუგია.

CR 33… კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე 33 სხვადასხვა გუნდს გაუტანა მინიმუმ ერთი გოლი. ეს არის რეკორდი, რომელსაც რაულთან ერთად იყოფს. პორტუგალიელს შეუძლია ხსეენბული რეკორდი ერთპიროვნულად ჩაიგდოს ხელში თუ “ლოკომოტივს“ გაუტანს, რადგან ამ გუნდთან არასდროს უთამაშია.

გილერმეს სეივები… გილერმეზე მეტი სეივი ჩემპიონთა ლიგაზე არცერთ მეკარეს არ აქვს (12).

პიპა 20… იგუაინმა „ლევერკუზენს“ გაუტანა და ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 20 მატჩში, რომელშიც არგენტინალმა გაიტანა, მის გუნდს არ წაუგია (16 მოგება, 4 ფრე). ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ პატრიკ კლუივერტს აქვს (25).

ჟოაო მარიომ „ლოკომოტივის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე შანსი შექმნა – სამჯერ მეტი, ვიდრე მისმა რომელიმე თანაგუნდელმა.

სიომინი იტალიელების წინააღმდეგ – იური სიომინი ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს იტალიურ გუნდს 2003 წლის ნოემბერში დაუპირისირდა. „ინტერთან“ მატჩი მილანში, ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლოკომოტივის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …