1993 წლის 15 სექტემბერს, ტურინის “იუვენტუსმა” უეფას თასზე მოსკოვის “ლოკომოტივს” უმასპინძლა. სწორედ ამ შეხვედრაში შედგა ალესანდრო დელ პიეროს დებიუტი ევროთასებზე.
ალექსმა მატჩის 89-ე წუთზე რობერტო ბაჯო შეცვალა. თამაში კი, ჯოვანი ტრაპატონის გუნდმა ბაჯოს დუბლითა და ფაბრიციო რავანელის გოლით 3:0 მოიგო.