მოსკოვის “ლოკომოტივის” კაპიტანმა ვედრან ჩორლუკამ “იუვენტუსთან” მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. ხორვატი ფეხბურთელის განცხადებით, “იუვე” მადრიდის “ატლეტიკოს” დონის გუნდია.
“ბოლო დროს ჩვენ “ატლეტიკოსთან” ვითამაშეთ – ეს არის ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, ისევე როგორც “იუვენტუსი”. ისინი თანაბარი დონის გუნდები არიან. ორი კვირის წინ დაშვებული შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ”, – თქვა ჩორლუკამ.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსისა” და მოსკოვის “ლოკომოტივის” შეხვედრა 22 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.