მოსკოვის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა “იუვენტუსთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. რუსმა სპეციალისტმა “ბებერი სინიორას” სიძლიერეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ტურინელების შემადგენლობაში ყურადღებას არა მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ, არამედ მთელი გუნდი იმსახურებს.
“თუ სარიმ ჩვენს შესახებ ისაუბრა, ეს კარგის ნიშანია და იმის წყალობით მოხდა, რაც გავაკეთეთ. მადლობას ვუხდით მას კომპლიმენტისთვის, მაგრამ უნდა ვნახოთ მოვახერხებთ თუ არა ხვალ “იუვესთვის” პრობლემების შექმნას. ორი დღის წინ ვნახეთ “ბოლონიასთან” მატჩი და საოცარი თამაში იყო. ჩვენ კი, პარასკევს ჩემპიონატში გამართულ შეხვედრასთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებებით ვითამაშებთ.
როგორ შევაჩეროთ რონალდუ? მთელი გუნდი ერთმანეთს უნდა დაეხმაროს “იუვენტუსის” შესაჩერებლად. “ბიანკონერის” ყველა ფეხბურთელი თავის პოზიციაზე ვარსკვლავია. თუ მარტო რონალდუზე ვიფიქრებთ, ეს შეცდომა იქნება. ჩვენ ვილაპარაკეთ “იუვეს” შესახებ ჰიოვედესთან:, რომელიც იცნობს აქაურ გარემოს.
გუნდის თამაშის სტილი შეიცვალა, თამაშობს უფრო შემტევ ფეხბურთს, უფრო მეტ დრიბლინგს აკეთებს შეტევაში. აშკარაა ისიც, რომ ბურთის დაკარგვის შემდეგ მალე ახერხებენ დაბრუნებას.
1993 წლის მატჩები? “იუვეს” ვარსკვლავური გუნდი ჰყავდა, ბაჯო, რომელმაც ჯარიმიდან გაგვიტანა, მაროკი, კონტე, კარერა და რავანელი”, – თქვა სიომინმა.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსისა” და მოსკოვის “ლოკომოტივის” მატჩი 22 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.