ტურინის იუვენტუსის ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა ჟურნალისტებთან ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა.
ჯიჯიმ განაცხადა, რომ მადლობელია ცხოვრების რათა არ მიეცა საშუალება მოეპოვებინა ჩემპიონთა ლიგის თასი.
”ჩემპიონთა ლიგა ჩემთვის უდიდესი სტიმულია. მადლობელი ვარ ცხოვრების, რომ არ მომეცა საშუალება მომეპოვებინა ეს ჯილდო, თორემ ჩემს თავს ვკითხავდი – რატომ ვთამაშობ ისევ.
სასიამოვნოა, როცა კვლავ მოძრაობაში ხარ და ისევ ცდილობ. ჩვენ არ გვაქვს შეთანხმება, რომ ამ სეზონში ევროპაში მინიმუმ ერთ თამაშს ვითამაშებ. ჩვენ იუვენტუსში ვართ და არა სამოყვარულო კლუბში. მე ვთამაშობ მაშინ, როცა ჩემი მწვრთნელი მაძლევს უფლებას” – თქვა ბუფონმა.