მთავარი / სიახლეები / მაურიციო სარის კომენტარი “სპალთან” მატჩის შემდეგ

მაურიციო სარის კომენტარი “სპალთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „სპალთან“ (2:0) გამარჯვება შეაფასა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, დასაწყისი რთული იყო, მაგრამ შემდეგ მისმა გუნდმა მოუმატა.

„დასაწყისში გვქონდა სირთულეები და სწორი რიტმის პოვნა გაგვიჭირდა. ნელა ვმოქმედებდით და ბურთის გარეშე მცირე მოძრაობა იყო. შემდეგ პირველი ტაიმი კარგად დავასრულეთ და მეორე ნახევარში კარგად ვითამაშეთ. შეტევაში ბურთს ვეუფლებოდით, ბევრი მომენტი შევქმენით და დაცვაში ცოტა შეცდომა გვქონდა.

ძალიან კმაყოფილი ვარ მატუიდის თამაშით მისთვის უჩვეულო პოზიცაზე. ასევე ემრე ჯანის თამაშით, რომელიც კარგად ჩაერთო და ეს არის ფეხბურთელი, რომლის გამოყენება შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს.

პიანიჩი? ძალიან გაიზარდა. დიბალა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დღეს კრიშტიანუსთან კარგად თამაშობდა და ბევრი მომენტი შექმნა“, – თქვა სარიმ.

„იუვენტუსს“ კი სერია A-ში 6 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე „ლევერკუზენთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …