ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-6 ტურში „სპალი“ 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
ბუფონი 6 – მხოლოდ ერთხელ მოუწია თამაშში ჩართვა, როდესაც პეტანიას დარტყმული ხელებში დააფიქსირა.
კუადრადო 6 – პირველ ტაიმში სირთულეებს გადააწყდა, მაგრამ მეორე ნახევარში უკეთესად წარმოაჩინა თავი.
ბონუჩი 6.5 – დაცვას ხელმძღვანელობდა და დე ლიხტის პროგრესს ხელს უწყობს.
დე ლიხტი 6.5 – ფიზიკური და გამბედავი თამაში ჩაატარა.
მატუიდი 6.5 – რამდენიმე წუთი დასჭირდა, რომ ახალ როლს მორგებოდა, მაგრამ შემდეგ ჩინებულად ითამაშა.
ხედირა 7 – ის სეზონის სტარტზე მშვენივრად გამოიყურება და პიანიჩის გოლს დიდი როლი შეასრულა იდეალური პასით.
ემრე ჯანი 6 – მოედანს დაუბრუნდა და სარიმ მასზე დადებითად ისაუბრა.
პიანიჩი 7 – ნელნ-ნელა უმატებს. ულამაზესი გოლი გაიტანა, უკვე ზედიზედ მეორედ.
რაბიო 5.5 – ყველაზე მეტად მას უჭირს. ფრანგი ჯერჯერობით იდეალური ფორმისგან შორსაა.
ბენტანკური შ.გ – მხოლოდ რამდენიმე წუთი ითამაშა, მაგრამ მეორე საგოლე კომბინაციაში მონაწილეობდა.
რემზი 6 – სამი თამაში შვიდ დღეში, ეს კარგი სიგნალია. ბერიშამ საოცარი ბურთი აუღო, მაგრამ კარიდან ორ მეტრში ასეთი საგოლე მომენტიდან გოლი აუცილებლად უნდა გაიტანო.
ბერნარდესკი 5.5 – თავის თავს ვერ პოულობს.
დიბალა 6.5 – ნახევარი საათის შემდეგ გაიღვიძა და კარგად ითამაშა. ახლა სქემაში ძველი დიბალა ბრუნდება. კრიშტიანუს საგოლე პასიც გაუკეთა. და მაინც, სამ თამაშში, „ვერონასთან“, „ბრეშასთან“ და „სპალთან“ არცერთი გოლი დამაფიქრებელია.
რონალდუ 6.5 – ნერვიულობდა, ნაკლებად ჩვეულებრივ თამაშში. შემდეგ დაიწყო მეტოქის კარზე თავდასხმა და გოლიც გაიტანა.