ტურინის „იუვენტუსისა“ და ლევერკუზენის „ბაიერის“ მატჩს შოტლანდიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.
უეფას ვებგვერდის ცნობით, მთავარი არბიტრი უილიამ კოლამი იქნება. მას ასისტენტობას ფრანსის კონორი და დევიდ მაკგიჩი გაუწევენ. მეოთხე არბიტრი ნიკოლას ვალაში იქნება, ხოლო VAR-ის ოთახში სტიუარტ ეთველი და პოლ ტირნი იმუშავებენ.
აქვე გეტყვით, რომ კოლამმა “იუვეს” თამაში ბოლოს 2018 წელს იმსაჯა, ასევე ტურინში, “იუვენტუსი” – “ვალენსია” (1:0).
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა 1 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.