ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა „სპალთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. ჯიჯიმ კმაყოფილება გამოთქვა მიღწეული რეკორდით და გუნდის გამარჯვებით.
„კმაყოფილი ვარ პირადი მიღწევით. ეს არის კმაყოფილება უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ 42 წლის ასაკში ვიმყოფები და ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად ვარ. „იუვე“? ვითარდებით, კიდევ ერთი აგური შევმატეთ მშენებლობას. თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიაროთ, ეს გზა სწორია.
დე ლიხტი? საოცარი მოთამაშეა, კონცენტრირებული. დღეს საოცრად ითამაშა პირველიდან ბოლო წუთამდე“, – თქვა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ ბუფონმა საკლუბო დონეზე 903-ე თამაში ჩაატარა და პაოლო მალდინის რეკორდი გააუმჯობესა.
„იუვენტუსს“ კი სერია A-ში 6 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე „ლევერკუზენთან“ გამართავს.