„იუვენტუსის“ ბანაკიდან კარგი სიახლეა. კრიშტიანუ რონალდუმ ტრავმა მოიშუშა და დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.
პორტუგალიელმა „ბრეშასთან“ მატჩი კუნთების ტკივილისა და დისკომფორტის გამო გამოტოვა, თუმცა, დღეს საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა.
რაც იმას ნიშნავს, რომ კრიშტიანუ შაბათს, „სპალთან“ შეხვედრაში მოედანზე გასვლას მოახერხებს.