მთავარი / სიახლეები / სერია A / 648-ჯერ ჯანლუიჯი ბუფონი!

648-ჯერ ჯანლუიჯი ბუფონი!

ჩვენ ისტორიულ მომენტში ვარ. მომენტი, რომელსაც უველა ელოდება დიდი ხანია. დღეიდან ჯანლუიჯი ბუფონი არის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც სერია A-ში ყველაზე მეტჯერ ითამაშა, 648-ჯერ.

ბუფონი არის „იუვე“, მსოფლიო ჩემპიონი, მეკარე,რომელიც მრავალი რეკორდის მფლობელია. ბუფონი სუპერ ჯიჯია, უნიკალური და დღეიდან კიდევ უფრო. დღეიდან სიტყვა სიტყვით, არასდროს, როგორც არავინ.

ყველაფერი 1995 წელს დაიწყო

1995 წლის 19 ნოემბერს ლეგენდა დაიბადა. იმ შუადღისას, პარმაში 18 წლამდე ჯერ კიდევ 70 დღე აშორებდა, მაგრამ სერია A-ში ჯადოსნური დებიუტი ჰქონდა.

„იუვენტუსს“ იმ დროს „მხოლოდ“ 23 სკუდეტო ჰქონდა მოგებული, ის სხვა სამყარო იყო, სოციალური ქსელების გარეშე, ტელეფონები ძალიან გრძელი ანტენებით. და მაინც, იმ პატარა კარარელი ბიჭის დებიუტი ყველას სახლში განხილვის საკითხი გახდა. რამდენიმე საათში ცნობილი გახდა „პარმას“ პრიმავერას მეკარის სახელი: მისი სახელია ჯანლუიჯი ბუფონი, რომელმაც გოლი არ გაუშვა ფაბიო კაპელოს „მილანთან“, რომელსაც მოედანზე „ოქროს ბურთის“ ორი მფლობელი, ჯანლუიჯი ბუფონი და ჟორჟ ვეა ჰყავდა.

იმ მომენტიდან იწყება მოთხრობა იმ ადამიანის შესახებ, რომელიც მსოფლიოს უძლიერესი მეკარე გახდება და უდავოდ ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი.

ბინაკონერიში 2001 წლიდან

გადის ექვსი სეზონი და ჯანლუიჯი უბრალოდ ჯიჯი გახდა. მისი კარიერის გარდამტეხი მომენტი 2001 წლის ზაფხულში დადგა, როდესაც „იუვენტუსმა“ მიიწვია. პირველივე სეზონში ამტკიცებს, რომ ჩვეულებრივი არაა, მისი პირველი სკუდეტოც დაუვიწყარ 5 მაისს მოვიდა. ჯიჯი გახდება სუპერჯიჯი და არასდროს შეიცვლის სახელს.

ტიტულები

იმარჯვებს, როგორც არავინ არასდროს იტალიაში და „იუვეში“: 11 სკუდეტო, 4 იტალიის თასი და 6 იტალიის სუპერთასი. ამას რა თქმა უნდა, ემატება 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და „პარმაში“ მოგებული უეფას თასი და იტალიის თასი. მოგვიანებით ასევე იგებს საფრანგეთის ჩემპიონატს და სუპერთასს.

რეკორდების ჯიჯი

იმავდროულად ამყარებს რეკორდებს. მის ანგარიშზეა სერია A-ში მშრალი სერიის ყველაზე ხანგრძლივი სერია (974 წუთი), „ბიანკონერიში“ ყველაზე მეტი მატჩი იტალიის ჩემპიონატში (480) და ახლა ყველაზე მეტი მატჩი ზოგადად ჩემპიონატში – 648.

უზარმაზარი ნიჭი, რომლის წყალობითაც ამ საოცარი სპორტის სახელობა შეიძლება იყოს მადლიერი, რადგან მან აჩვენა ფეხბურთის მშვენიერი მხარე, ერთგულებით, თავმდაბლობით და პასუხისმგებლობის თანდაყოლილი გრძნობით, რითაც ინდივიდუალურზე მაღლა ყოველთვის გუნდის ინტერესებს აყენებდა. ამრიგად, ჯანლუიჯი ბუფონი ყველაზე დიდი გახდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …