ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 30-ე ტურში „ტორინო“ 4:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
ბუფონი 6 – რეკორდის დღე, უნიკალური კარიერა, ნორმალური თამაში. ვერდის ეპიზოდში კარგი იყო, პენალტის აღებასტან ახლოს იყო.
კუადრადო 7 – ოლა აინა დაჩაქგრა, ძალიან მაგრად ითამაშა.
დე ლიხტი 6 – ბელოტის აჯობა, მაგრამ ბურთი ხელზე მოხვდა და გააფრთხილეს, რის გამოც „მილანთან“ მატჩს გამოტოვებს.
ბონუჩი 6 – დღესაც ჩვეულებრივი ადმინისტრაცია.
დანილო 5.5 – დე ლისვესტრი გააკონტროოლა, მაგრამ შეტევაში ვერ ერთვებოდა.
ბენტანკური 7 – ორმაგ ფაზაში ყოველთვის კარგად თამაშობს.
პიანიჩი 5.5 – დაბალი რიტმით ითამაშა, შეასრულა საშინაო დავალება და შეცვალეს.
მატუიდი 6 – ერთი ტაიმი ჰქონდა კონდიციების აღსადგენად.
რაბიო 6 – ზედიზედ მესამედ ითამაშა ძირითადში, სარის ნდობა დაიბრუნა.
ბერნარდესკი 5.5 – გადამწყვეტ მომენტებში ხშირად ცდებოდა.
დუგლას კოშტა 6.5 – მალევე იმაზე უკეთესი თამაში აჩვენა, ვიდრე მანამდე ბერნარდესკიმ. ყოველთვის მეტოქის მოტყუებაზე მიდიოდა.
დიბალა 7.5 – მას რიტმის აწევაც არ დასჭირდა, რომ ლამაზი გოლე გაეტანა. 11-დან მერვე გოლი გაიტანა ჩემპიონატში მაშინ, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. მეორე გოლიც მისი მაგიური მოქმედებიდან დაიბადა. მეორე ტაიმში სიმულაციისთვის მიიღო ყვითელი ბარათი, რის გამოც „მილანთან“ ვერ ითამაშებს.
რონალდუ 7 – ეძებდა გოლს და როგორც იქნა იპოვა საჯარიმო დარტყმიდან „ბიანკონერში“ ჩატარებული 80 მატჩის შემდეგ. მანამდე პასებს არიგებდა, ბერნარდესკიმ ვერ დაუფასა, კუადრადომ კი.