ტურინის „იუვენტუსის“ რიგებში ლეონარდო ბონუჩიმ საიუბილეო, მე-400 თამაში ჩაატარა. ამასთან დაკავშირებით იტალიელმა მცველმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა.
„400-ჯერ ჩავიცვი ეს მაისური საფეხბურთო მოედანზე. 400-ჯრ გავოფლიანდი და ყველაფერი გავაკეთე ამ მაისურისთვის. 400-ჯერ ვიგრძენი თქვენი მხარდაჭერა, რამაც მიბიძგა უკეთესი გავმხდარიყავი.
400-ჯერ ავიხდინე ოცნება, რაც ბავშვობაში მქონდა. 400-ჯერ გავედი მოედანზე ამ მაისურით და ერთადერთი მიზნით: გამარჯვება.
მოთამაშეთა მცირე ნაწილია, რომელმაც შავ-თეთრი მაისური ამდენჯერ ჩაიცვეს და ეს სიამაყით მავსებს. მაგრამ, ეს მხოლოდ ისტორიის ნაწილია. ამის შემდეგ დერბი მოვიგეთ, წინ ბევრ სხვა მიზნებია შავ-თეთრ მაისურში“, – დაწერა ბონუჩიმ სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულში ბონუჩიზე მეტჯერ „იუვენტუსის“ შემადგენლობაში არავის უთამაშია.