მთავარი / სიახლეები / 41 წლის ბუფონის წერილი 17 წლის ბუფონს: “აჩვენებ სამყაროს, რომ არსებობ!”

41 წლის ბუფონის წერილი 17 წლის ბუფონს: “აჩვენებ სამყაროს, რომ არსებობ!”

ჯანლუიჯი ბუფონმა, ახალგაზრდა ბუფონს, რომელიც 17 წლის იყო, წერილი მისწერა. ჯიჯიმ ამ გზით გაიხსენა განვლილი გზა, რამაც აქამდე მოიყვანა. ძალზე საინტერესო წერილი The players Tribune-მ გამოაქვეყნა და უცვლელად გთავაზობთ:

„ამ საღამოს ამ წერილს წერს 41 წლის ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ გადაიტანა ცხოვრებაში და დაუშვა შეცდომებიც. მაქვს კარგი და ცუდი ამბავი შენთვის. სიმართლე ისაა, რომ აქ შენს სულზე სასაუბროდ ვარ. დიახ, შენი სული, რომელიც ერთია, გინდა დაიჯერე, გინდ – არა.

დავიწყებ ცუდი ამბით. 17 წლის ხარ. აპირებ, რომ გახდე ნამდვილი ფეხბურთელი, როგორც შენს ოცნებებში. ფიქრობ, რომ ყველაფერი იცი, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ, ჩემო მეგობარო, არაფერი იცი.

რამდენიმე დღეში შანსი მოგეცემა „პარმასთან“ ერთად სერია A-ში შენი პირველი თამაში ჩაატარო და შიშს არ იცნობ. საწოლში უნდა დარჩე და რძეს სვამდე, მაგრამ რას აკეთებ? დისკოთეკაზე მიდიხარ პრიმავერას კარგ მეგობართან ერთად. უბრალოდ ლუდი დალიე, არა?

ძლიერი ადამიანი, ფილმის პერსონაჟი. მალე კლუბში აღარ იქნები და პოლიციელთან კამათობ დილით. წადი სახლში, დაიძინე.

პოლიციის მანქანის საჭესთან დაჯდომა კარგი აზრი არაა, ისინი ამას გართობად არ მიიღებენ და რისკის ქვეშ დააყენებ ყველაფერს, რისთვისაც აქამდე იშრომე. ეს ქაოსია. შინაგანად ცეცხლი გიკიდია, რომელიც შედომებამდე მიგიყვანს. ცხადია, იფიქრე, რმო თანაგუნდელებს დაუმტკიცებდი, რომ თავისუფალი და ძლიერი ხარ, მაგრამ სინამდვილეში ეს ნიღაბია, რომელსაც ატარებ.

რამდენიმე დღეში სამი რაღაც გელოდება: ფული, პოპულარობა და მუშაობა შენი ოცნებებისთვის.

ერთის მხრივ, მეკარეს ნდობა სჭირდება. ის უშიშარი უნდა ყის. თუ გთხოვენ აირჩიო მსოფლიოს ყველაზე მაგარი მეკარე, ნამდვილად აირჩევ უშიშარ მეკარეს. მეორეს მხრივ ადამიანს შიშის გარეშე ადვილად შეუძლია დაივიწყოს გონება. თუ მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრებ, შენი სული დაიწყებს გაქრობას, საბოლოოდ დეპრესიული გახდები, რომელსაც საწოლიდან წამოდგომაც კი არ სურს.

თუ გინდა, შეგიძლია იცინო, მაგრამ ეს მოხდება შენი კარიერის განმავლობაში, როდესაც გექნება ყველაფერი, რაც ადამიანს ცხოვრებაში სურს. 26 წლის იქნები. „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების მეკარე. გექნება ფული და პატივისცემა. ხალხი სუპერმენსაც დაგიძახებს.

მაგრამ რეალურად შენ არ ხარ სუპერგმირი. უბრალოდ ადამიანი ხარ, როგორც სხვები. სიმართლე ისაა, რომ ამ პროფესიის ზეწოლამ შეიძლება რობოტად გაქციოს. ეს სამსახურეობრივი რუტინაა, მიდიხარ ვარჯიშზე, ბრუნდები სახლში, უყურებ ტელევიზორს, მერე იძინებ. მეორე დღესაც იგივე მეორდება, გაიმარჯვე, დამარცხდი. მეორდება და მეორდება.

ერთ დილას, როდესაც საწოლიდან ადგები და სავარჯიშოდ წახვლა, ფეხები უკონტროლოდ დაიწყებს კანკალს. იმდენად სუსტი იქნები, რომ მანქანის მართვასაც ვერ შეძლებ. თავიდან იფიქრებ, რომ ეს მხოლოდ დაღლიბაა ან ვირუსი. მაგრამ შემდეგ ყველაფერი გაუარესდება. ერთადერთი, რაც გინდა ძილია. ვარჯიშზე თითოეული სეივი ტიტანიკივითაა. 7 თვის განმავლობაში გაგიჭრდება და ეძებ ცხოვრებისეულ სიხარულს.

ამ მომენტში საჭიროა პაუზის აღება, რადგან ვიცი 17 წლის ასაკში ამას რომ წაიკითხავ, რასაც იფიქრებ და იტყვი: „როგორ არის შესაძლებელი? ბედნიერი ადამიანი ვარ, ლიდერად დავიბადე. თუ „იუვენტუსის“ მეკარე იქნები, იშოვი მილიონებს, საერთოდ ყველაფერი გაქვს ბედნიერებისთვის. შესაბამისად, შეუძლებელია დეპრესიაში იყო“.

კარგი, მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დაგისვა. რატომ გადაწყვიტე შენი ცხოვრება ფეხბურთისთვის მიგეძღვნა? ჯიჯი, გახსოვს?

უბრალოდ გთხოვ, მხოლოდ ის არ მითხრა, რომ ეს ტომას ნ’კონოს გამო გააკეთა. უფრო ჩაუღრმავდი საკითხს, უნდა გაიხსენო ყველა დეტალი.

12 წლის იყავი, დიახ.

მსოფლიო ჩემპიონატი იტალიაში ტარდებოდა, დიახ.

პირველი თამაში არგენტინა – კამერუნი იყო, „სან სიროზე“, დიახ.

მაგრამ სად იყავი პირველი თამაშის დროს? დახუჭე თვალები. იყავი შენს ოთახში, სულ მარტო, რადგან შენი მეგობრბეი არ იყვნენ იქ, როგორც ჩვეულებრივ? არ გახსოვს. ბებიაშენი სამზარეულოში საჭმელს ამზადებდა. იმ დღეს ძალიან ცხელოდა, ყველა ფანჯარა დახურე, რომ ოთახი გაგეგრილებინა. ირგვლილ სრულიად ბნელოდა და მხოლოდ ტელევიზორის ცისფერი ეკრანი ჩანდა. რას ხედავ? მხოლოდ უცნაურ სახელს – კამერუნი.

არ იცოდი სად იყო კამერუნი, არც ის იცოდი, საერთოდ თუ არსებობდა. რა თქმა უნდა, იცოდი არგენტინა და მარადონა, მაგრამ კამერუნელ ფეხბურთელებთან დაკავშირებით რაღაც ჯადოსნურია. ასეთ ცხელ ამინში, ზაფხულის მზეში, მათ მეკარეს გრძელი შარვალი აცვია, გრძელი შავი შარვალი, მწვანე გრძელი მაისური ვარდისფერი საყელოთო. მისი მოძრაობები, ფანტასტიკური ულვაშები, ეს არის ის, რაც გაჯადოვებს, აუხსენილი გზით.

ის ყველაზე მაგარი ადამიანია, რაც მანამდე არ გინახავს. კომენტატორი ამბობს, რომ ტომას ნ’კონო ჰქვია. ეს ჯადოსნურია.

არგენტინა კუთხურს აწვდის და ტომასი გამოსვლაზე თამაშობს, ბურთს 30 მეტრით ურტყამს. ეს არის მომენტი, როდესაც იცი, რისი გაკეთება გსურს შენს ცხოვრებაში.

არ გინდა, რომ უბრალოდ მეკარე გახდეს. გინდა გახდე ასეთი ტიპის მეკარე.

გინდა იყო ველური, მამაცი, თავისუფალი.

წუთიდან წუთამდე, როდესაც ამ თამაშს უყურებთ, ხდები ის, ვიც ხარ. შენი ცხოვრება დაიწერა. კამერუნმა გაიტანა და ნერვიულობისგან აღნიშნავ, დივანიდან ხტები. მთელი მეორე ტაიმი აგრძელებ მათ მხარდაჭერას ტელევიზორთან. როდესაც კამერუნს მეორე ფეხბურთელს გაუძევებენ, უბრალოდ ვეღარ შეძლებ მოსმენასა და მატჩის ყურების გაგრძელებას.

ბოლო ხუთი წუთის განმავლობაში ტელევიზორის უკან დგები და ხმას უთიშავ. საბოლოოდ, კამერუნელი ფეხბურთელები ზეიმობენ, შენ კი პირდაპირ ქუჩაში გაიქეცი. ორ მეზობელ ბიჭს ყვირილით ეუბნები: „ნახეთ კამერუნი? ნახეთ კამერუნი?“

იმ დღეს შენი შინაგანი ხანძარი დაიბადა. კამერუნი არის ადგილი, რომელიც არსებობს. ტომას ნ’კონო არის ადამიანი, რომელიც არსებობს. შენ აჩვენებ მსოფლიოს, რომ ბუფონი არსებობს.

აი, ამიტომ გახდი ფეხბურთელი, არა ფულისთვის და პოპულარობისთვის. არამედ ხელოვნებისთვის და სტილისთვის, რომელიც ტომას ნ’კონოს ჰქონდა. მისი სულისთვის.

უნდა გახსოვდეს: ფული და პოპულარობა არ არის მიზანი. თუ შენს სულზე არ იზრუნებ, თუ ფეხბურთს მიღმა არ მოძებნი ინსპირაციას, ცუდად გახდები. რჩევების მოცემა რომ შემეძლოს ახალგაზრდობაში, გადაგარჩენდი შენ და განსაკუთრებით შენს ოჯახს ბევრი პრობლემისგან და მრავალი ტკივილისგან.

გახდი მეკარე, მამაცი მეკარე, ეს მართალია. თუმცა, გამბედაობა არ ნიშნავს იგნორს, ჯიჯი.

ღრმა დეპრესიაში ყოფნის დროს რაღაც უცნაური და ლამაზი მოხდა. ერთ დილას, გადაწყვიტე, რომ ტურინის სხვა რესტორანში წახვიდე, შესაბამისად, ახალ მარშუტს აირჩევ და გზად გაივლი ხელოვნების მუზეუმს. დაინახე წარწერა – Chagall. ეს სახელი მანამდეც გაგებული გქონდა, მაგრამ ხელოვნებას არ იცნობდი, რადგან შენი საქმე გქონდა. ბუფონი ხარ. მაგრამ ბუფონი ვინაა? ვინ ვარ მე, მართლა? იცით?

ეს არის წერილის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. უნდა შეხვიდე ამ მუზეუმში სწორედ ამ დღეს და ეს შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გახდება. თუ ამ მუზეუმში არ შეხვალ და ცხოვრებას გააგრძელებ, როგორც უბრალოდ ფეხბურთელი, სუპერმენი, მაშინ თქვენი სული გაუბედურდება და ყველა შენს გრძნობას დაბლოკავ.

მაგრამ თუ შეხვალ, ასობით ნახატს ნახავ, ბევრ მათგანს ვერც იცნობ, ზოგი კარგია, ზოგი საინტერესო, ზოგიც არაფერს გეტყვის. შემდეგ კი, ნახავ სპეციფიკურ ნახატს, რომელიც ელვისებურად მოგეწონება. მას უწოდებენ – The Walk.

თითქმის ბავშვური პეიზაჟა. კაცი და ქალი პარკში არიან, აქვთ პიკნიკი, მაგრამ ყველაფერი ჯადოსნურია. ქალი ცაში მიფრინავს, ანგელოზის მსგავსად, კაცს ფეხები მიწაზე აქვს, უჭირავს ხელი და იღიმის.

ეს ბავშვის ოცნებას გავს.

ეს სურათი სხვა სამყაროში ტრანსფორმაციაა. ბავშვურ შეგრძნებებს მოგცემს, ბედნიერების გრძნობა სიმარტივეშია. ტომას ნ’კონოს 30 მეტრზე მოგერიებული ბურთის შეგრძნება. ბებიის გრძნობა, რომელიც სამზარეულოში გეძახის. ტელევიზორის უკან ჯდომისა და ლოცვის გრძნობა. ასაკის მატებასთან ერთად ადვილად შეგიძლია ეს სენტიმენტალური გრძნობები დაივიწყო, ამიტომ, მეორე დღეს მუზეუმში უნდა დაბრუნდე. ბილეთების ჯიხურში მყოფი ქალბატონი გაკვირვებული და გაღიმებული გეკითხება: „გუშინ არ იყავი აქ?“

მნიშვნელობა არ აქვს, დაბრუნდი შიგნით. ეს მუზეუმი შენი მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა. როდესაც გონებას გახსნი, შინაგანი სიმძიმისგან განიმუხტები.

ამ მომენტში წარმოუდგენელი ირონიაა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ცხოვრება ჩვენთვის უნდა დაწერილიყო.

როდესაც „პარმას“ ახალგაზრდა ფეხბურთელი იყავი, რაღაცების უგულებელყოფა გიწევს. დიდ მატჩამდე გინდა თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს დაუმტკიცო, რომ ლიდერი, მამაცი ხარ, უბრალოდ შესანიშნავი პიროვნება ხარ.

სკოლაში ყოფნის პერიოდში მაისურზე დაწერ: „სიკვდილი ლაჩრებს!“ ფიქრობთ, რომ ესმხოლოდ მოტივაციური წერილია, ჯერ კიდევ არ იცი, რომ ეს მემარჯვენე ფაშისტების ლოზუნგია.

ეს არის ერთ-ერთი შეცდომა, რომელიც უამრავ ტკივილს შეუქმნის შენს ოჯახს. მაგრამ ეს შეცდომები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გახსენებენ, რომ ადამიანი ხარ. გახსენებენ და გახსენებენ… ეს კარგია, რადგან ფეხბურთელი დიდ საქმეს აკეთებს, ცდილობს დაგარწმუნოს, რომ განსაკუთრებული ხარ. მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ არ განსხვავდები ბარმენისგან ან ელექტრიკოსისგან, რომელთანაც მთელი ცხოვრება მეგობრობ.

ეს არის ის, რაც დეპრესიისგან გამოგიყვანს. არ გახსოვდეს, რომ განსაკუთრებული ხარ, მაგრამ არ დაივიწყო, რომ ისეთივე ადამიანი ხარ, როგორც სხვები. ამას 17 წლის ასაკში ვერ მიხვდები, მაგრამ ჭეშმარიტი სიმამაცეა, რომ სისუსტეები დაანახო და მისი არ შეგრცხვეს.

შენ იმსახურებ სიცოცხლის საჩუქარს ჯიჯი. ისევე, როგორც ყველა, ეს დაიმახსოვრე.

ჩემი ერთადერთი სინანული ისაა, რომ გონება დროულად არ გახსენი.

41 წლის ასაკში შინაგანად ხანძარს ისევ იგრძნობ, დაკმაყოფილებული ისევ არ იქნები. მსოფლიო თასით ხელში ყოფნაც კი არ ამცირებს ამ გრძნობას. სანამ არ გექნება ახალი სეზონი, არ გექნება ახალი მიზანი, ვერ დაკმაყოფილდები.

დიახ, ეს ალბათ მართალია, რომ ყოველთვის ასე იყავი. გახსოვს პირველი ზამთარი, როდესაც ბიძიას უდინეში ესტუმრე, მთებში? თუ ეს მხოლოდ ის ამბავია, რომელსაც მოხუცები იხსენებენ?

4 წლის იყავი. მთელი ღამის განმავლობაში თოვდა. მანამდე თოვლი არასდროს გენახა. გაიღვიძე, ფანჯარაში გაიხედე და სიზმარი ნახე. ირგვლივ მთელი სამყარო თეთრია.

პიჟამოთი გაიქეცი თოვლში, ვერც მიხვდი რა იყო თოვლი. ქურთუკისთვის გაიქეცი? არა, პირდაპირ თოვლში გადახტი. ბებიაშენი კი ყვიროდა: „ჯანლუიჯი!!!! არა! არა! არა!

სველი იყავი და იცინოდი. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მთელი კვირა სიცხე გქონდა. თუმცა ეს უმნიშვნელო იყო უყოყმანოდ, პირდაპირ თოვლში. ეს არის ის, რაც შენ ხარ. ბუფონი ხარ.

აჩვენებ მსოფლიოს, რომ არსებობ!“

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …