ზუსტად 14 წლის წინ, ამ დღეს „იუვენტუსში“ ჯორჯო კიელინის დებიუტი შედგა. ახლა უკვე ტურინელთა კაპიტანმა შავ-თეთრი მაისური პირველად „მესინასთან“ მატჩში მოირგო.
„15.10.2005 – „იუვე“ – „მესინას“ შეხვედრის 74-ე წუთზე მოედანზე პაველ ნედვედის ნაცვლად მცველი შემოდის, რომელსაც ჯორჯო კიელინი ჰქვია. ასე დაიწყო საოცარი თავგადასავალი“, – წერს „იუვე“ სოციალურ ქსელში.
მას შემდეგ კიელინიმ „იუვენტუსში“ 507 თამაში ჩაატარა და 36 გოლის გატანა შეძლო.