მთავარი / სიახლეები / 9 თამაში, 0 წუთი – რუგანი იანვარში გუნდის დატოვების კანდიდატია

9 თამაში, 0 წუთი – რუგანი იანვარში გუნდის დატოვების კანდიდატია

დანიელე რუგანი „იუვენტუსის“ მინდვრის ერთადერთი ფეხბურთელია მიმდინარე სეზონში, რომელიც მაურიციო სარის არ გამოუყენებია. 9 თამაში, 0 წუთი. ჯორჯო კიელინის ტრავმა რუგანის გუნდიდან წასვლის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა და იმედი მიეცა, რომ თამაშის შესაძლებლობა ექნებოდა, მაგრამ ჯერჯერობით მოედანზე არ გამოჩენილა.

მარტში კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა, სეზონში 3.5 მილიონი ხელფასით. თუმცა, ზაფხულში მატიას დე ლიხტისა და მერიჰ დემირალის ტრანსფერებმა ბევრი რამ შეცვალა. ამ დრომდე ლეონარდო ბონუჩიმ ყველა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო დე მირალი მინდორზე ერთადერთხელ „ვერონასთან“ მატჩში გამოჩნდა.

არადა, კიელინის მძიმე, 6-თვიანი ტრავმის ფონზე რუგანი სხვა სცენარს იმედოვნებდა, თანაც მწვრთნელი მაურიციო სარია, რომელმაც „ემპოლიში“ დიდი ფეხბურთის თამაშის შანსი მისცა.

დიდი ალბათობით, გადამწყვეტი მომდევნო ერთი თვე იქნება და თუ დანიელეს დრო არ მიეცემა, იანვარში გუნდს დატოვებს. შედარებისთვის, გასულ სეზონში ამავე პერიოდისთვის ძირითადში ნათამაშები ერთხელ, „ფროზინონესთან“ ჰქონდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …