მთავარი / სიახლეები / პარატიჩი: “მატუიდისთან და კუადრადოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება იგეგმება”

პარატიჩი: “მატუიდისთან და კუადრადოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება იგეგმება”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა. პარატიჩიმ დაადასტურა, რომ ხუან კუადრადოსთან და ბლეზ მატუიდისთან კონტრაქტების გახანგრძლივება იგეგმება.

„ჩვენ ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი მატუიდისა და კუადრადოს კონტრაქტების გახანგრძლივების საკითხზე. ნამდვილად იგეგმება მათთან არსებული ხელშეკრულებების გაგრძელება.

მანჯუკიჩი „მანჩესტერში“? ჯერჯერობით არ ვიცით, შესაძლოა მისი აგენტები ამ მომენტში მოლაპარაკებებს აწარმოებენ. პიაცა და პერინი იანვარში გუნდს დატოვებენ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად.

დე ლიხტი? როდესაც ნედვედი „ლაციოდან“ „იუვეში“ გადავიდა, რამდენიმე თვე პრობლემა ჰქონდა ადაპტაციასთან დაკავშირებით. მატიასი დიდ სიამოვნებას მოგვიტანს. რაბიოსაც დრო სჭირდება, რადგან ჩვენთან ხანგრძლივი უთამაშებლობით მოვიდა.

შემადგენლობა უკვე დაკომპლექტებულია, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ასევე გამოვრიცხავ ფლანგის მცველის ყიდვას, მაგრამ სატრანსფერო ბაზარი უცნაურია: კიელინის ტრავმამდე ერთი დღით ადრე, რუგანის გაყიდვას ვაპირებდით, შემდეგ კი, სირთულის წინაშე დავდექით“, – თქვა პარატიჩიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …