მთავარი / სიახლეები / სერია A / ტრავმები, დაკარგული ქულები და სათუო მეოთხე ადგილი

ტრავმები, დაკარგული ქულები და სათუო მეოთხე ადგილი

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 26-ე ტურში მორიგი ქულები დაკარგა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის საკითხი კიდევ უფრო გაირთულა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ტურინული დერბი ვერ მოიგო და ძალიან ცუდი ფეხბურთი ითამაშა. თუ ამ შეხვედრაში ვინმეს მოგება ეკუთვნოდა, ეს „იუვე“ ნამდვილად არ იყო.

თუმცა, ალეგრის გუნდი მე-13 წუთზე მატიას დე ლიხტის გოლით დაწინაურდა და ტაიმიც მოიგო. მეორე ნახევარი კი მასპინძლებმა იმდენად კატასტროფულად ჩაატარეს, რომ კარშიც ვერ დაარტყეს. 62-ე წუთზე კი ანდრეა ბელოტიმ გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა – 1:1.

საშინლად ითამაშა დუშან ვლაჰოვიჩმა, რომელიც ალეგრიმ 74-ე წუთზე დამსახურებულად შეცვალა. „იუვესთვის“ ეს თამაში სხვა მხრივად უიღბლო იყო. მატჩისწინა მოთელვისას დანიელე რუგანი დაშავდა და მის ნაცვლად ლუკა პელეგრინიმ ითამაშა, რომელმაც ასევე ტრავმა მიიღო და შეცვალეს. მეორე ტაიმის დასაწყისში პაულო დიბალაც დაშავდა. „იუვეს“ მხოლოდ მატიას დე ლიხტი ჰყავს ჯანმრთელი ცენტრალურ მცველებს შორის, ტრავმირებული არიან დიბალა, პელეგრინი, რუგანი, ბონუჩი, კიელინი, კიეზა, ბერნარდესკი და ოთხ დღეში „ვილიარეალთან“ ჩემპიონთ ლიგის მატჩია…

ამასობაში, „იუვენტუსი“ „ატალანტას“ 3 ქულით უსწრებს, მაგრამ პოტენციურად 3 ქულით ჩამორჩება, რადგან ბერგამოელებს ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. სეზონის დასრულებამდე მხოლოდ 12 ტური დარჩა და ალეგრის გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის საკითხი ძალიან სათუო გახდა.

„იუვენტუსი“ – „ტორინო“ 1:1 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ალექს სანდრო, პელეგრინი (დე შილიო 46); ზაკარია, ლოკატელი (არტური 74), რაბიო; დიბალა (მაკკენი 54), ვლაჰოვიჩი (კინი 74), მორატა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ტორინო“ (3-4-2-1): მილინკოვიჩ-სავიჩი; ჯიჯი, ბრემერი (ბონჯორნო 90), როდრიგესი; სინგო (ანსალდი 80), ლუკიჩი, მანდრაგორა, ვოივოდა; პობეგა, ბრეკალო (პიაცა 75); ბელოტი (სანაბრია 79)

მწვრთნელი: ივან იურიჩი

გოლები: 1:0 დე ლიხტი (13), 1:1 ბელოტი (62)

გაფრთხილება: კუადრადო (62) – ლუკიჩი (82), მანდრაგორა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 10 (3) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 7:9 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: დავიდე მასა

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …