მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” – “ტორინო”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “ტორინო”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 26-ე ტურში „ტორინოს“ ვერ მოუგო (1:1) და სიტუაცია კიდევ უფრო გაირთულა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6.5 – მაღალი ბურთები სულ მისია, კარის ხაზზეც რეაქტიულია. გოლის დროს სასწაულის მოხდენა არ შეეძლო.

კუადრადო 5.5 – ბრეკალოს ხელი ვერ შეუშალა საგოლე პასის გაკეთებაში და ძალიან ადვილად მისცა ამის გაკეთების უფლება.

დე ლიხტი 7 – ერთადერთი ცენტრალური მცველია, რომელიც ჯანმრთელია, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ მარტოსაც შეუძლია თამაში. ფაქტობრივად დომინანტი. იმდენად ძლიერია, რომ გოლის გატანისთანავე მოედნის ცენტრში დაბრუნდა და ალექს სანდროს აუხსნა რა უნდა გაეკეთებინა.

ალექს სანდრო 5 – ცენტრალურ მცველად ითამაშა, გამოცდილება დაეხმარა, თუმცა ბელოტის გოლის დროს შეცდომა დაუშვა.

პელეგრინი 5.5 – რუგანის ტრავმამ ძირითადში ადგილი მოუტანა, მაგრამ სინგოსთან ძალიან გაუჭირდა და პირველი ტაიმის მიწურულს ცვლილება მოითხოვა.

დე შილიო 6 – მან სინგოსთან უკეთესად ითამაშა.

ზაკარია 5.5 – კარგად დაიწყო, რაბიოს ბრწყინვალე პასი გაუკეთა, შემდეგ თამაშიდან გაქრა.

ლოკატელი 6.5 – პირველ ტაიმში პრესინგს თავს კარგად აღწევდა, მეორე ტაიმში ზედმეტად რისკავდა იმ დელიკატური პოზიციიდან გამომდინარე, სადაც თამაშობს და ბოლოს დაიღალა.

არტური შ.გ – მან გუნდს ბურთი დაუბრუნა, მაგრამ ძალიან ცოტა ხანს ითამაშა.

რაბიო 6 – მე-11 წუთზე გოლთან ძალიან იყო დიდებულ კონტრშეტევაზე.

დიბალა 6.5 – მოედნის ყველა ნაწილში იყო. შეცვლა მოულოდნელად მოითხოვა, იმედია მხოლოდ სიფრთხილის მიზნით. რა თქმა უნდა, როცა მოედნიდან გავიდა, „იუვეს“ თამაშიც შეტევაში დასრულდა.

მაკკენი 5.5 – ის ვერ შევიდა თამაშში ისე, როგორც საჭირო იყო.

ვლაჰოვიჩი 5 – ბრემერმა ის მოედნიდან გააქრო.

კინი 5.5 – ასეთი თამაშით ის ძირითადში ადგილს ვერასდროს დაიმკვიდრებს.

მორატა 5.5 – ორმაგ ფაზაში კარგი იყო, მაგრამ სადაც საჭირო გახლდათ, იქ თითქმის არ ჩანდა.

ალეგრი 5.5 – „იუვემ“ კარგად დაიწყო, დაწინაურდა, შემდეგ დაკარგა თავდაჯერებულობა და უსაფრთხოება. ისეთი შეგრძნებაა, რომ დიბალას გარეშე შუქი ქრება. ზედიზედ მეორე ფრე. ტიფოზებმა გუნდს უსტვინეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …