მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ვლაჰოვიჩმა დიდ გუნდში თამაში უნდა ისწავლოს”

ალეგრი: “ვლაჰოვიჩმა დიდ გუნდში თამაში უნდა ისწავლოს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ტორინოსთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ყველა ქულა მნიშვნელოვანია და ამიტომაც თქვა, რომ მათ დერბიში მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვეს.

„ეს არის ქულა, რომელიც მოვიპოვეთ, რადგან დადებითი და წაუგებელი სერია გავაგრძელეთ. თუმცა, დასანანია გოლის გაშვება იმ მომენტში, როდესაც ყველაზე კარგი მონაკვეთი გვქონდა. პირველ ტაიმში უფრო მეტის გაკეთების შესაძლებლობა მივეცით მეტოქეს, ვიდრე მეორე ნახევარში. მეტოქეზე უკეთ ვერ ვითამაშეთ და შეუძლებელია, ყოველთვის კარგად ითამაშო. ზოგჯერ საჭიროა ბინძური თამაშით მოიგო, სამწუხაროდ, დღეს ეს ვერ მოვახერხეთ.

დიბალას ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს, კუნთის დაჭიმვა იგრძნო და ვნახოთ რას გვეტყვის სამედიცინო შემოწმება. ვლაჰოვიჩი? იბრძოდა, მაგრამ ბევრი უნდა ისწავლოს. სხვა ფეხბურთელების მსგავსად. ბრემერის გარშემო უნდა ემოძრავა, რადგან ის პოზიციურ თამაშში ძალიან ძლიერია. ვლაჰოვიჩი აქამდე კვირაში ერთხელ თამაშობდა, აქ ბევრი მატჩის ჩატარება მოუწია და ცოტა შეფერხდა, ეს ყველაფერი ზრდის ნაწილია. მან დიდ გუნდში თამაში უნდა ისწავლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველ სამ დღეში 95 წუთს ვერ ითამაშებს.

„ვილიარეალთან“ სხვა თამაში იქნება, რომელიც 180 წუთი გაგრძელდება. მოთმინება და ბალანსირებული თამაში იქნება საჭირო. ტრავმებით შეშფოთებული არ ვარ, რადგან ეს სეზონის ნაწილია. ვისაც შეეძლება ისინი ითამაშებენ „ვილიარეალთან“ და შემდეგ ვიფიქრებთ „ემპოლიზე“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 22 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში სტუმრად „ვილიარეალთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …