მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ტორინოსთან” რთული თამაში იქნება, ბონუჩი ტრავმირებულია”

ალეგრი: “ტორინოსთან” რთული თამაში იქნება, ბონუჩი ტრავმირებულია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ტორინოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, ლეონარდო ბონუჩი ტრავმირებულია და ვერ ითამაშებს. მისი თამაში „ვილიარეალის“ წინააღმდეგაც საეჭვოა.

„დერბი ყოველთვის განსაკუთრებული მატჩია, „ტორინოს“ წინააღმდეგ, რომელსაც ხარის სული აქვს. იურიჩმა გუნდს თავისი დნმ ძალიან კარგად დაუბრუნა. ხვალ ყველა ბილეთი იქნება გაყიდული და გულშემატკივრები ძალიან გვჭირდება, რადგან რთული მატჩი იქნება.

„ატალანტასთან“ ძალიან კარგად ვითამაშეთ, გოლი გავუშვით ისეთ სიტუაციაში, როცა თამაში უკეთ შეგვეძლო. გზა უნდა გავაგრძელოთ და ბევრი ქულები დავაგროვოთ, რომ მეოთხე ადგილზე გავიდეთ. კმაყოფილი არ უნდა ვიყოთ ამ ფრით, ამან უნდა გაგვაბრაზოს. „ატალანტასთან“ ფრე მხოლოდ ხვალ დერბის მოგების შემთხვევაში გახდება კარგი შედეგი. ფრე ნიშნავს, რომ ქულები დაკარგე, თუმცა სეზონის ბოლოს ამ თითო ქულასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. საკმარისი იყო სეზონის სტარტზე ორი წაგების ნაცვლად ორი ფრე გვქონოდა და ახლა სატურნირო ცხრილი განსხვავებული იქნებოდა. ყოველთვის ვერ მოიგებ, ეს მინდა, მაგრამ ძნელია, ამიტომაც უნდა მოიპოვო გარკვეული ქულები, თუნდაც ფრით. იმიტომ, რომ საბოლოოდ, თითოეული სკუდეტოსთვის და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანია.

ბრემერი? არ მაქვს უფლება სხვა გუნდის ფეხბურთელებზე ვისაუბრო. ხვალ ბონუჩი არ იქნება, კუნთის ტრავმა აქვს, ბერნარდესკი მზად ისევ არ არის, კიელინი და კიეზა ტრავმირებულები არიან, დანილო დისკვალიფიცირებულია. ვნახოთ, იქნება თუ არა ბონუჩი „ვილიარეალთან“ მატჩისთვის მზად. დაცვის ცენტრში ალბათ რუგანი და დე ლიხტი იქნებიან, შესაძლოა ძირითადში ზაკარიაც იყოს. კუადრადო მარჯვენა მცველად ითამაშებს, კინი უკეთაა და შევაფასებ შეტევაში წინ შემტევი სამეულით ვითამაშო თუ არა. კინი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, განსაკუთრებით ამ მომენტში, როცა თამაშები ახლოსაა და ყველა ფეხბურთელი გვჭირდება. პელეგრინი? მისით ძალიან კმაყოფილი ვარ. თავისი სივრცე იპოვა, შემდეგ ტრავმა მიიღო, მაგრამ ახლა კარგ მდგომარეობაშია და ისევ საიმედოა.

ალვაროს ტექნიკური თვისებების განხილვა სუფთა სიგიჟეა. ის უფრო და უფრო მშვიდადაა. სატრანსფერო ბაზარზე სამი თვის შემდეგ ვისაუბრებთ. ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, რაც მოედანზე უნდა გავაკეთოთ. პირადი მიზნები გვერდზეა გადადებული და ახლა ყველასთვის გუნდია პრიორიტეტული. ყველა უკეთ ვიცნობთ ერთმანეთს და უფრო გუნდურები ვართ.

არსებობს გამარჯვების სურვილი და ენთუზიაზმი. ხვალ მნიშვნელოვანი მატჩია სერია A-ში ჩვენი გზის გასაგრძელებლად, სამშაბათს კი სრულიად განსხვავებული თამაში იქნება.

იურიჩმა „ვერონაში“ ძალიან კარგად იმუშავა და იგივეს აკეთებს „ტორინოშიც“. სხვა მწვრთნელების იდეების გაგება ყოველთვის მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვამბობ, რომ გამარჯვებისთვის მხოლოდ ერთი მეთოდი არ არსებობს. იურიჩი „ტორინოს“ თვისებებიდან გამომდინარე შესანიშნავი არჩევანი იყო.

როდესაც დერბის თამაშობ, ყოველთვის გულს დებ თამაშში. რთული და მნიშვნელოვანი მატჩი იქნება. „ტორინომ“ ბოლო ორი თამაში დაუმსახურებლად წააგო და გაბრაზებულები არიან, ამიტომ ყურადღებით უნდა ვითამაშოთ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ტორინოს“ მატჩი 18 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …