მთავარი / სიახლეები / სერია A / “ტორინო” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“ტორინო” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ „ტორინოს“ დერბი დელა მოლეში დუშან ვლაჰოვიჩის გოლით 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6.5 – ბევრი საქმე არ ჰქონია, მეორე ტაიმში რადონიჩის ჩაწოდებაზე დროული რეაგირება ჰქონდა.

დანილო 7 – სწორედ მას აკისრია ყველაზე რთული ამოცანა, რათა შეაჩეროს თავხედი რადონიჩი, მაგრამ „იუვეს“ დაცვაში ყველაზე ყურადღებიანია. გოლშიც წვლილი მან შეიტანა და საგოლე პასი გააკეთა.

ბრემერი 6 – სამკაციან დაცვაში ცენტრალურ მცველად ითამაშა, ბევრი პრობლემები „ტოროს“ თავდამსხმელებმა ვერ შეუქმნეს. ტრავმის გამო მოედანი „ტორინოს“ ფანების სტვენის ფონზე დატოვა.

ბონუჩი 6 – შეცვლაზე შევიდა და გუნდს დაეხმარა.

ალექს სანდრო 6.5 – მარცხენა ცენტრალურ მცველად ალბათ უკეთესია, ვიდრე ფლანგზე.

კუადრადო 5.5 – როდესაც ნამდვილი კუადრადო საჭიროა, ის მხოლოდ შეცდომებს უშვებს.

მაკკენი 5.5 – მას არასდროს ჰქონია დრო და გეგმა, რომ რეალურად ემუშავა თავის ფიზიკურ კონდიციებზე, თამაშით მუდმივად თამაშობს, მაგრამ ფორმაში არ არის, ფაზებს მიღმაა და ეს ჩანს.

ლოკატელი 6.5 – დაცვას ძალიან კარგად ეხმარებოდა, ნაკლებად კარგი იყო შეტევის კონსტრუქციაში, გოლთან ორჯერ ახლოს იყო, მაგრამ მილინკოვიჩ-სავიჩმა აჯობა.

რაბიო 6.5 – უნაკლო თამაში არ ჰქონია, მაგრამ ერთადერთია ნახევარდაცვაში, რომელსაც ფიზიკური დუელების მოგება შეუძლია.

კოსტიჩი 6.5 – თუ მისი პასებიდან საგოლე პასად არცერთი იქცა, ეს იმათი ბრალია, ვინც მომენტები ვერ გამოიყენეს.

კინი 5 – არ ჩანს იდეალური პარტნიორი ვლაჰოვიჩის დასახმარებლად. მეორე ტაიმში წარმოუდგენელი მომენტი გაანიავა.

მილიკი 6 – გუნდს კარგად დაეხმარა.

ვლაჰოვიჩი 7 – ცდილობს იმუშაოს საკუთარი თავისა და თანაგუნდელებისთვის, ბევრი შეცდომა დაუშვა, პრაქტიკულად ყველაფერში შეცდა 75 წუთის განმავლობაში, მაგრამ არასოდეს ნებდება და გამარჯვების გოლი გაიტანა, რომლითაც იმედოვნებს, რომ ნამდვილად შეცვლის „ბიანკონერის“ სეზონს.

პარედესი შ.გ – მან ბოლო რამდენიმე წუთი ითამაშა.

ალეგრი 6.5 – შიშის დერბი, მაგრამ „იუვემ“ მოიგო, გოლი არ გაუშვა, უფრო მეტად თავის შიშებს ებრძოდა, ვიდრე „ტოროს“. ეს ამოსავალი წერტილი უნდა იყოს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …