მთავარი / სიახლეები / ტაკინარდი რონალდუზე, ლოკატელიზე და “იუვენტუსზე”…

ტაკინარდი რონალდუზე, ლოკატელიზე და “იუვენტუსზე”…

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ მანულ ლოკატელიზე, კრიშტიანუ რონალდუსა და ტურინული კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა.

„იუვეს“ სატრანსფერო ბაზარს 8 ქულით შევაფასებდი, რადგან მათ ხარვეზები შეავსეს, რაც ჰქონდათ. ლოკატელი ნახევარდაცვას გააძლიერებს, მაგრამ ვფიქრობ, გასულ სეზონშიც ძლიერი გუნდი ჰყავდათ. ალეგრის დაბრუნებამ ცხადყო, რომ ლამაზი თამაში საკმარისი არ არის, სანახაობის სანახავდ კინოში უნდა წახვიდე. სატრანსფერო ბაზარი მიზნობრივი იყო, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ კრიშტიანუ რონალდუ არ წავა. თუ „იუვესთვის“ სატრანსფერო ბაზარი თუ დასრულდა, ვფიქრობ, რომ მაღალი დონის შემადგენლობაა.

რონალდუს დასახასიათებლად საჭიროა მას კარგად იცნობდე და სამწუხაროდ, მას მხოლოდ გარედან ვიცნობ. არ ვიცი ბედნიერია თუ არა. ვერ წარმომიდგენია უბედური რონალდუ „იუვენტუსში“, ეს არის გუნდი, რომელიც ტიტულისთვის იბრძოლებს. შესაძლოა გაბრაზდა, რადგან გუნდმა შარშან ჩემპიონობა ვერ შეძლო, მაგრამ ვფიქრობ, ალეგრისთან ერთად ფავორიტი გახდება. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ბევრი გოლის გარანტიაა. თუმცა, თუ ფეხბურთელი არ არის ბედნიერი, ვინც არ უნდა იყოს, შეიძლება გუნდის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ვიმედოვნებ, რომ ბედნიერია და შეუძლია ბევრი რამ მისცეს „იუვეს“ და ახალგაზრდებს, რომლებსაც ზრდა სჭირდებათ. ეს უნდა იყოს დამატებითი ღირებულება და არა ტვირთი.

ვფიქრობ, რომ ალეგრი შეტევაში 4-3-3 სქემით ითამაშებს და თავს 4-4-2-ით დაიცავს. მგონია, რომ ლოკატელი რეჯისტას პოზიციაზე ითამაშებს, რომ გუნდს უფრო მეტი ვერტიკალურობა მიანიჭოს. „იუვენტუსის“ მაისური ძალიან იწონის და გამოდის, რომ ის უკვე არის მოწიფული ფეხბურთელი, რომელმაც ნახევარდაცვაში კონტროლი უნდა დაამყაროს. „იუვე“ უნდა იყოს ამოსავალი წერტილი და არა ჩასვლის წერტილი“, – თქვა ტაკინარდიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …