მთავარი / სიახლეები / ლოკატელის “იუვეს” 27-ნომრიანი მაისური 18 წლის წინაც ეცვა…

ლოკატელის “იუვეს” 27-ნომრიანი მაისური 18 წლის წინაც ეცვა…

მანუელ ლოკატელის ძმამ მატია ლოკატელიმ „იუვენტუსში“ წარდგენის შემდეგ ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც 2003 წელსაა გადაღებული.

ლოკატელის აცვია „იუვეს“ მაისური, რომელსაც 27 აწერია, რადგან 2003 წელს „იუვენტუსმა“ ისტორიაში 27-ე სკუდეტო მოიგო. მატიამ 5 წლის მანუელის ორი ფოტო ატვირთა: ერთი დღევანდელი, როდესაც მას 27-ნომრიანი მაისური გადასცეს და მეორე 18 წლის წინ გადაღებული, რომელიც „იუვეს“ 27-ე სკუდეტოს ასახავს.

„წარმატებები ძმაო, როგორც იქნა“, – დაწერა მატეომ, რომელსაც კომენტარი მანუელმა დაუწერა: „ჩვენი ოცნება, ოთახიდან ალიანც სთედიუმამდე ერთად“.

შეგახსენებთ, რომ მანუელ ლოკატელი თავისი ოჯახით „იუვენტუსის“ გულშემატკივარია და თქვა, რომ მან ოცნება აისრულა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Loca💎 (@mattia.locatelli)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …