მთავარი / სიახლეები / სერია A / რონალდუ: “განსაკუთრებული გრძნობაა ჩემს გუნდში 100 გოლის გატანა”

რონალდუ: “განსაკუთრებული გრძნობაა ჩემს გუნდში 100 გოლის გატანა”

კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსში“ საიუბილეო მე-100 გოლი გაიტანა და ამ მიღწევის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და პაულო დიბალასაც მიულოცა, რომელმაც ასევე მე-100 გოლი გაიტანა „იუვეს“ მაისურით.

„ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობაა ჩემს გუნდში 100 გოლის გატანა. ვამაყობ ამ ციფრით, ბედნიერი ვარ, რომ „იუვეს“ დავეხმარე და ბედნერი ვარ, რომ ასევე დიბალას მე-100 გოლის გამო, გილოცავ, პაულო! თუმც, ახლა კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ და მოვიპოვოთ სერია A-ში დარჩენილი ქულები. ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი და ჩვენი მიზნების მისაღწევად ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. Fino Alla Fine! წავედით!“, – დაწერა რონალდუმ.

აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანუმ 100 გოლის გატანას 131 თამაში მოანდომა. ის „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 100 გოლის გატანა სამ სეზონში მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …