მთავარი / სიახლეები / სერია A / პირლო: “ინდივიდუალური შეცდომებით ბევრი გოლი გავუშვით”

პირლო: “ინდივიდუალური შეცდომებით ბევრი გოლი გავუშვით”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „სასუოლოსთან“ (3:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით. მისი გუნდის მთავარი პრობლემა კონცენტრაციის ნაკლებობაა.

„ადვილი არ იყო ფეხზე წამოდგომა „მილანთან“ წაგების შემდეგ, მაგრამ კარგად ვითამაშეთ ამ ტიპის მატჩი, რადგან ადვილი არასდროსაა „სასუოლოსთან“ თამაში. მოვემზადეთ ასეთი თამაშითვის, მეტოქე ძალიან მჭიდრო ხაზებით თამაშობს და ბურთის მოპოვებაზე კარგად უნდა გვეთამაშა. ისინი სივრცეებს ტოვებდნენ და საჭირო იყო კონტრშეტევებზე სწრაფად გადასვლა. ამისთვის ფლანგებზე ორი ფეხბურთელი გვყავდა და დავალებას თავი კარგად გავართვით.

ბუფონი, დიბალა და რონალდუ? ჩემპიონები ყოველთვსი ქმნიან სხვაობას. ჩვენ ასეთი ფეხბურთელი ბევრი გვყავს და მათ შესანიშნავად ითამაშეს. ყველას ვულოცავ, რადგან მათ თავგანწირვით ითამაშეს. მძიმე წაგების შემდეგ თავის აწევა ადვილი არ იყო, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ აქ ვართ, ცოცხლები და ვიცით, რომ კიდევ ორი თამაში გვაქვს დარჩენილი და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ბოლო მატჩებში, არა მხოლოდ „მილანთან“, არამედ მანამდეც ინდივიდუალურ შეცდომებს ვუშვებდით და გოლები ასე მივიღეთ, ინდივიდუალური უყურადღებობით. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, რადგან „იუვენტუსის“ მსგავს გუნდში ვალდებული ხარ 100 წუთის განმავლობაში კონცენტრირებული იყო. „იუვენტუსში“ ბურთის წონას სხვა მნიშვნელობა აქვს სხვა გუნდებთან შედარებით, ასე რომ მაქსიმალური კონცენტრაცია ყოველ წუთს საჭიროა, როცა თამაშობ და სამწუხაროდ, ჩვენ ეს ბევჯერ არ გვქონია. დღესაც პენალტის დროს სისხლიანი ბურთი დავკარგეთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, შესაბამისად, როდესაც ასეთ შეცდომას უშვებ, სამართლიანია, რომ ისჯები.

დიბალა? მან ბევრი გამოტოვა, დიდი ხანი გვაკლდა და ადვილი არ არის, სამი თვის შემდეგ დაუყოვნებლივ დაბრუნდე საუკეთესო ფორმაშია. მას თამაში სჭირდება, თავისუფალი თამაში, რაც ყველაზე მთავარია. როცა გოლი გაიტანა, ყველანი ბედნიერები ვიყავით.

როდესაც კონცენტრირებული ხარ, შეგიძლია ნებისმიერ სიტუაციაში აღმოჩნდე. ბუფონიდან რონალდუმდე, თუ ასეთი დამოკიდებულება გვაქვს, სხვა მოთამაშეებიც უკეთ თამაშობენ. ძალიან დასანანია ჩვენი სიტუაცია ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში, მაგრამ „ინტერთან“ მატჩის წინ ფიზიკური და მენტალური ძალა უნდა აღვიდგინოთ. უნდა გავითავისოთ, რომ თამაშების მოსაგებად სწორი კონცენტრაციაა საჭირო“, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 72 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 15 მაისს, „ინტერს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …