მთავარი / სიახლეები / პელემ კრიშტიანუ რონალდუს მოულოცა

პელემ კრიშტიანუ რონალდუს მოულოცა

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში 770 გოლის გატანა მოახერხა და ლეგენდარულ პელეს გადაასწრო, რომელიაც 767 გოლი აქვს. ბრაზილიელმა ლეგენდამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და რონალდუს მიულოცა.

„კრიშტიანო, რა ბრწყინვალე კარიერა გაქვს! შენით ძალიან აღფრთოვანებული ვარ და ეს არავისთვისაა საიდუმლო. გილოცავ ოფიციალურ მატჩებში ჩემი რეკორდის გაუმჯობესებას. ამ ფოტოს შენს საპატივცემულოდ ვიტოვებ დიდი სიყვარულით, როგორც მეგობრობის სიმბოლოს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არსებობს“, – დაწერა პელემ.

რონალდუს სრულ რეკორდამდე არც ისე ბევრი დარჩა – პირველ ადგილზე იოზეფ ბიცანია 805 გოლით. რონალდუს 770 გოლიდან 95 „იუვენტუსის“ მაისურით აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …