მთავარი / სიახლეები / სერია A / შჩესნი: “ვფიქრობ, რონალდუ “იუვეში” დარჩება”

შჩესნი: “ვფიქრობ, რონალდუ “იუვეში” დარჩება”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ „კალიარისთან“ (3:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პოლონელი ფეხბურთელის თქმით, ფუნდამენტური მნიშვნელობის სამი ქულა მოიპოვეს.

„პასუხი უნდა გაგვეცა მოედანზე და სახლში ფუნდამენტური სამი ქულა წავიღეთ, გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში იყო, კარგად ვითამაშეთ. ვიცით, რომ სკუდეტოს მოსაგებად ყველა თამაშის მოგებაა საჭირო. ახლა უფრო მეტი დრო გვაქვს ენერგიის აღსადგენად, ბოლომდე ვიბრძოლებთ.

გულშემატკივარი საუკეთესო რამეა, ენერგიას იძლევა და ძალიან გვაკლია. მოუთმენლად ველოდებით მათ სტადიონზე დაბრუნებას. კრიტიკა, რომელიც მივიღე, არ მაწუხებს, მაგრამ მაწუხებს ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა. კრიტიკა სწორია და პასუხი მოედანზე უნდა გავცეთ. რონალდუმ სამი გოლით უპასუხა და მან ძალიან კარგად ითამაშა. მომდევნო სეზონშიც ჩვენთან თუ იქნება. მე არ ვარ სპორტული დირექტორი, მაგრამ ასე მგონია, რომ კი“, – თქვა შჩესნიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 55 ქულით მესამე ადგილი უკავია და მომდევნო მატჩს 21 მარტს, „ბენევენტოსთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …