მთავარი / სიახლეები / ოფიციალურად: მანუელ ლოკატელი “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ოფიციალურად: მანუელ ლოკატელი “იუვენტუსის” ფეხბურთელია

მანუელ ლოკატელიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა და „იუვენტუსმა“ მისი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ლოკატელი „იუვეს“ 2-წლიანი იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდა.

ტურინელები ტრანსფერში მომდევნო წლებში 25 მილიონი ევროს გადაიხდიან, რასაც 12.5 მილიონი ევრო ბონუსების სახით დაემატება.

მანუელ ლოკატელი „სასუოლოში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 99 მატჩში თავი 7 გოლუთ და 11 საგოლე პასით გამოიჩინა. მან ფეხბურთის თამაში „ატალანტას“ აკადემიაში დაიწყო, მერე „მილანში“ გადაინაცვლა, რომლის მთავარ გუნდში 63 თამაშში 2 გოლი გაიტანა (ერთი „იუვენტუსის“ წინააღმდეგ).

2020 წელს მანუელს იტალიის ნაკრებში ჰქონდა დებიუტი და მას შემდეგ 15 შეხვედრაში მეტოქეები სამჯერ დაამწუხრა (2 გოლი გაიტანა ევრო 2020-ზე) და ერთი თვის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …