მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსის” ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი 12:0 მოიგო

“იუვენტუსის” ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი 12:0 მოიგო

ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი სტარტი აიღო და პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ჩრდილოეთ მაკედონიის „კამენიცა სასა“ 12:0 გაანადგურა.

ტურინელები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქესთან არავითარი პრობლემა არ შექმნიათ. ჰეთ-თრიქები შეასრულეს არიანა კარუზომ და ანდრეა სტასკოვამ, ხოლო ორი გოლი კრისტიანა ჯირელის ანგარიშზეა.

ამრიგად, „იუვენტუსი“ მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც ავსტრიულ „სანქტ პოლტენსა“ და თურქულ „ბეშიქთაშს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

„იუვენტუსი“ – „კამენიცა სასა“ (ჩრდ. მაკედონია) 12:0 (4:0)

გოლები: 1:0 კარუზო (3), 2:0 კარუზო (12), 3:0 როსუჩი (18), 4:0 ჯირელი (45), 5:0 ბონანსეა (51), 6:0 ჯირელი (56), 7:0 ზამანიანი (59), 8:0 სტასკოვა (65), 9:0 კარუზო (76), 10:0 სტასკოვა (84), 11:0 სტასკოვა (90), 12:0 ბონფანტინი (90)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …