მთავარი / სიახლეები / ლოკატელი “სასუოლოს” ემოციური წერილით დაემშვიდობა

ლოკატელი “სასუოლოს” ემოციური წერილით დაემშვიდობა

ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეული მანუელ ლოკატელი „სასუოლოს“ დაემშვიდობა. 23 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გამოაქვეყნა.

„სასუოლო“, რა უნდა ვთქვა – გუშინდელი ცრემლები, როდესაც გუნდს დავემშვიდობე, იმის დასტურია, რომ ჩემს გულში ხარ. თქვენ სამუდამოდ იქნებით ჩემს გულში, რადგან უკეთესი ადამიანი და ფეხბურთელი გამხადეთ. ცხოვრება არჩევნისგან შედგება და ეს იყო შესაფერისი დრო დამშვიდობებისთვის. ეს არ იყო ისეთი მარტივი, როგორც ჩანს, მაგრამ თუ სირთულეს ერთხელ გადალახავ, არაჩვეულებრივ შედეგს მიიღებ.

თქვენ იყავით ჩემი ოჯახი, თქვენ მიმიყვანეთ ევროპის ჩემპიონის ტიტულამდე. ყოველთვის მეყვარები. მადლობა სქუინცის ოჯახს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. განსაკუთრებული მადლობა ყველა ჩემს თანაგინდელს, რომლებმაც უკეთესი გამხადეს. მადლობა კარნევალის, ჯოვანი როსის და მისტერ დე ძერბის. მადლობა ყველას ვინც ამ გუნდში მუშაობდა. ძალიან მიყვარხარ, ნახვამდის „სასუოლო“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

მანუელ ლოკატელი „სასუოლოში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 99 მატჩში თავი 7 გოლუთ და 11 საგოლე პასით გამოიჩინა. მან ფეხბურთის თამაში „ატალანტას“ აკადემიაში დაიწყო, მერე „მილანში“ გადაინაცვლა, რომლის მთავარ გუნდში 63 თამაშში 2 გოლი გაიტანა (ერთი „იუვენტუსის“ წინააღმდეგ).

2020 წელს მანუელს იტალიის ნაკრებში ჰქონდა დებიუტი და მას შემდეგ 15 შეხვედრაში მეტოქეები სამჯერ დაამწუხრა (2 გოლი გაიტანა ევრო 2020-ზე) და ერთი თვის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Manuel Locatelli (@locamanuel73)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …