მთავარი / სიახლეები / ნედვედმა რონალდუს, დიბალასა და კიელინის შესახებ ისაუბრა

ნედვედმა რონალდუს, დიბალასა და კიელინის შესახებ ისაუბრა

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა კრიშტიანუ რონალდუს, პაულო დიბალასა და ჯორჯო კიელინის შესახებ ისაუბრა. როგორც ჩეხმა აღნიშნა, რონალდუ „იუვეში“ რჩება, ხოლო კიელინისთან კონტრაქტის განახლებაზე მშვიდად ისაუბრებენ.

“რონალდუ 26 ივლისს გუნდთან ერთად იქნება, ორშაბათს ბრუნდება და ჩვენთან დარჩება.

დიბალა? მის აგენტს ტურინში ველოდებით, ის ჩამოვა უახლოეს დღეებში. ყველაფერი მოგვარდება. ურთიერთობა ჩვენს შორის ცივი არ იყო, კერუბინი მათთან კონტაქტზეა.

კიელინი? ის შვებულებაშია, მოდით დრო მივცეთ, ენერგია აღიდგინოს და მერე კონტრაქტის განახლებაზე მშვიდად ვისაუბრებთ.

ალეგრი მოტივირებულია, დიდი სურვილი აქვს საქმე კარგად გააკეთოს და გუნდი ავარჯიშოს. ის ორი წლის განმავლობასი იყო გაჩერებული და ეს აჩვენებს, რომ მშიერია. ძალიან გამოცდილია და ვიმედოვნებთ, რომ ტიტულებს მოგვიტანს“, – თქვა ნედვედმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ჩეზენა“ ამხანაგურ მატჩში 3:1 დაამარცხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …