მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა”სასუოლოს” ლოკატელის ტრანსფერზე მესამედ შეხვდება

“იუვენტუსის” ხელმძღვანელობა”სასუოლოს” ლოკატელის ტრანსფერზე მესამედ შეხვდება

ტურინის „იუვენტუსი“ მანუელ ლოკატელისთვის ბრძოლას აგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, ოთხშაბათს ან ხუთშაბთს მხარეები კიდევ ერთხელ შეხვდებიან, უკვე მესამედ.

წინა ორ შემთხვევაში „სასუოლომ“ წინადადება არ მიიღო, მაგრამ ლოკატელის ტურინულ გუნდში თამაში სურს და ეს „ბებერი ქალბატონის“ საქმეს აადვილებს.

„სასუოლოს“ პირდაპირ 40 მილიონის მიღება უნდა, „იუვე“ ცდილობს, რომ მანუელი ორწლიანი იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით ან უფლებით დაიმატოს, როგორც ეს ფედერიკო კიეზას შემთხვევაში მოხდა.

ამრიგად, უნდა დაველოდოთ მორიგ შეხვედრას, სადაც ალბათ ბევრი რამ თუ არ გადაწყდება, გამოიკვეთება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …