მთავარი / სიახლეები / მაკკენი: “სეზონის საწყისი ორი თვე ჩემთვის საშინელი იყო”

მაკკენი: “სეზონის საწყისი ორი თვე ჩემთვის საშინელი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ვესტონ მაკკენიმ The Atletic-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სეზონის ცუდ დასაწყისზე ისაუბრა. როგორც 23 წლის ამერიკელმა აღნიშნა, მისთვის სეზონის საწყისი ორი თვე საშინელი იყო, მაგრამ ახლა თავს კარგად გრძნობს.

„მაქსიმალურად ვცდილობთ გამოვასწოროთ მდგომარეობა, რთული პერიოდი გვქონდა და ახლაც ასეა. პირადად მე სეზონის კარგი დასაწყისი არ მქონდა. პირველი ორი თვე საშინელი იყო, განსაკუთრებით ისეთი სეზონიდან, როგორიც შარშან მქონდა. ბევრი მოლოდინი და დიდი ზეწოლა იყო.

მწვრთნელის მხრიდან ნდობის ხარჯზე მოვუმატე, რომელსაც ვგრძნობ მწვრთნელისგან და სამწვრთნელო შტაბისგან. ეს თავდაჯერებულობას მმატებს და შემიძლია ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. ვიცი, ფეხბურთის თამაში და ვეცდები, იმ მენტალიტეტით ვითამაშო, რომელიც ყოველთვის მქონდა“, – თქვა მაკკენიმ.

შეგახსენებთ, რომ ვესტონ მაკკენიმ მიმდინარე სეზონში 46 მატჩში 6 გოლი გაიტანა, მიმდნიარე სეზონში კი 12 თამაშში თავი ორჯერ გამოიჩინა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …