მთავარი / სიახლეები / სერია A / კუადრადოს გოლით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება “ფიორენტინასთან”

კუადრადოს გოლით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება “ფიორენტინასთან”

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-12 ტურში ფლორენციის „ფიორენტინას“ უმასპინძლა და უმძიმესი გამარჯვება მოიპოვა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი ისევ ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და სახიფათო მომენტებს დიდი ხნის განმავლობაში ვერ ქმნიდა. ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ორი ყვითელი ბარათის გამო „ფიორენტინას“ ნიკოლა მილენკოვიჩი გაუძევეს, მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე.

ამის შემდეგ ფედერიკო კიეზა იყო ახლოს გოლთან, მაგრამ მისი დარტყმა ხარიხას მოხვდა, ხოლო 86-ე წუთზე კიეზას მეკარემ აჯობა. სხვათა შორის, ეს იყო „იუვეს“ პირველი დარტყმა კარის ჩარჩოში – 86-ე წუთზე და აქედანაც ჩანს, რამდენად ცუდად ითამაშა.

თუმცა, მაინც მოიგო, რადგან მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე ხუან კუადრადომ გაიტანა და მატჩის გმირი გახდა. „იუვემ“ ამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით 18 ქულა დააგროვა და სწორედ „ფიორენტინას“ გაუტოლდა, მაგრამ სატურნირო მდგომარეობა ისევ მძიმეა.

მომდევნო შეხვედრას „იუვენტუსი“ ორი კვირის შემდეგ სტუმრად რომის „ლაციოსთან“ ჩაატარებს, რადგან ახლა სანაკრებო პაუზაა. ეს თამაშიც ტურინელთათვის უმნიშვნელოვანესი და ურთულესი იქნება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …