მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ზენიტთან” მოგებით ფენომენები არ გავხდით”

ალეგრი: “ზენიტთან” მოგებით ფენომენები არ გავხდით”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, უნდა იმუშაონ და ჩუმად იყვნენ. ალეგრის განცხადებით, „ზენიტთან“ მოგებით თავი ფენომენები არ უნდა ეგონონ.

„თითქმის ყველა ფეხბურთელი ხელმისაწვდომია, გარდა კინისა და დე შილიოს. ვეთამაშებით გუნდს, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და რომელსაც ჩვენზე სამი ქულით მეტი აქვს. ის მოედნის მთელ ნაწილზე თამაშობს, ტექნიკური მოთამაშეები ჰყავს, აგრესიულ ფეხბურთს აჩვენებს და კარგი მწვრთნელი ჰყავს. ტექნიკურად და დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ. ვეცდებით, უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ, ვიდრე სერია A-ს ბოლო ორ მატჩში.

სულე არგენტინის ნაკრებში? ვფიქრობ, ბევრი ახალგაზრდა გამოიძახეს. ის კარგი ბიჭია, მაგრამ მშვიდად ყოფნის საშუალება უნდა მივცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე შეცდომას დავუშვებთ, როცა ახალგაზრდები, რომლებიც სამ მატჩს ჩაატარებენ და „ოქროს ბურთის“ კანდიდატები გვგონია. არსებობს დაუწერელი კანონი, რომელიც ამბობს, რომ ფეხბურთელი სიმწიფეს 24-25 წლის ასაკში იძენს. არიან გამონაკლისები, მაგრამ მოდით გზას მივყვეთ.

23-წლამდე გუნდი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ბიჭებს ზრდის. ეს არის მეორე გუნდი, რომელიც ლეგა პროშია და იქიდან ფეხბურთელები იწყებენ გზას, რომელიც მიდის სერია B-მდე, სერია A-ს საშუალო გუნდებამდე და ამის შემდეგ ფასდება, შეუძლია თუ არა, რომელიმეს „იუვენტუსში“ დარჩება. ფაჯიოლი და რანოკია სერია B-ში სათამაშოდ გავუშვით, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ დროს დავკარგავდით. დაუყოვნებლივ სერია A-ში თამაში ზოგჯერ სარისკოა, საჭიროა გზის გავლა და ეს ყველას ეხება. სწორედ ამას რომ არ ვაკეთებთ, ამიტომ, იკარგება უამრავი ტალანტი თითოეულ გუნდში.

ბონუჩი დასვენებს? ვნახოთ, დღეს ბოლოსწინა ვარჯიში გვაქვს. გუნდი საკმაოდ კარგად მუშაობს, მაგრამ ცაში არ უნდა ვიფქრინოთ იმის გამო, რომ „ზენიტს“ 4:2 მოვუგეთ და ამით ფენომენები არ გავმხდარვართ. ბევრი რამეა გასაუმჯობესებელი. უნდა ვეცადოთ ნაკლები გოლის გაშვებას, თუნდაც ბევრი გავიტანოთ. ჩვენს ნახევარზე მსუბუქად არ უნდა ვითამაშოთ. ბალანსია საჭირო, რადგან ჩემპიონატში ძალიან უკან ვართ. ჩუმად უნდა ვიყოთ და შედეგების მიღწევაზე ვიმუშავოთ.

ერთი ან ორი მოთამაშის შეცვლით მოედანზე ცოტა რამ იცვლება. შეტევა მეც მომწონს, მაგრამ აუცილებელია, რომ დაცვითი ფუნქციები ყველამ შეასრულოს. სტაბილურობა უნდა ვიპოვოთ ორივე დაზაში და ამისთვის გვჭირდება ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი იყოს.

კუადრადო კარგადაა. ბოლო ორი სეზონი კარგი ჰქონდა, მაგრამ ბევრი ითამაშა. ვნახოთ, ჯერ არ გადამიწყვეტია იქნება თუ არა, ძირითადში. ლოკატელი ძალიან გაიზარდა, მაკკენი ახლა უფრო სტაბილურია, ვიდრე სეზონის სტარტზე და ფიზიკურადაც კარგადაა. ახლა მთავარია სანაკრებო პაუზაზე კარგად გავიდეთ.

ჩემი კრიტიკა? ეს ფეხბურთის ნაწილია, მითუმეტეს თუ მწვრთნელი ხარ, რომელსაც შედეგი არ აქვს. ეს ჩემთვის დამატებითი სტიმულია. ვიცით, რომ უნდა ვმოუმატოთ. არ ვიმსახურებდით წაგებას „ემპოლისთან“ და „სასუოლოსთან“, „ვერონასთან“ კი თავიდან ცუდი მიდგომა გვქონდა. ხანდახან რაღაცები თავისთავად ხდება. „ზენიტის“ ნაირი მატჩი ჩვეულებრიობა უნდა იყოს, ეს ხდება ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ სამწუხაროდ ჩემპიონატში ჯერჯერობით – არა.

ვლაჰოვიჩი? სანამ მე არ ვავარჯიშებ ფეხბურთელს, ყოველთვის რთულია შეფასება. გარედან რაღაცები სხვანაირად ჩანს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ შესანიშნავი მცველები გვყავს და ამიტომ, მშვიდად ვარ.

დიბალა? ის მნიშვნელოვანი და ტექნიკური მოთამაშეა. ახლა უფრო მოწიფულია და უნდა კარგად ითამაშოს, კარგად ვარჯიშობს. რაბიოს პოტენციალზე საუბარს აზრი არ აქვს. მან უბრალოდ მეტი უნდა გააკეთოს, ეს მარტივია.

მორატა და კაიო ჟორჟე? მორატა, როდესაც გატანას იწყებს, შეუძლია ორი-სამი თვე ასე გააგრძელოს. „ზენიტთან“ კარგად ითამაშა, თუნდაც იმიტომ, რომ კარიდან ზურგით ნაკლებად თამაშობდა. კაიო ჟორჟე კარგადაა შეუძლია შეტევაში როგორც მარტო თამაში, ასევე წყვილში თამაში“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ფიორენტინას“ მატჩი 6 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …