მთავარი / სიახლეები / კულუშევსკი: “რაც მეტი გუნდია ჩემით დაინტერესებულია, მით უფრო კარგია”

კულუშევსკი: “რაც მეტი გუნდია ჩემით დაინტერესებულია, მით უფრო კარგია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა დეიან კულუშევსკიმ შვედურ მედიასთან სატრანსფერო ხმებზე კომენტარი გააკეთა, რომლის მიხედვითაც მას რამდენიმე კლუბს უკავშირებენ და შეიძლება „იუვე“ დატოვოს. შვედმა ასევე ისაუბრა კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან წასვლაზეც.

„როდესაც ფეხბურთს თამაშობ, ყოველთვის იქნება სატრანსფერო ჭორები. ვფიქრობ, კარგია, რომ ბევრი გუნდია დაინტერესებული, მაგრამ მე ამაზე არ ვფიქრობ. მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვარ კონცენტრირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში სიამოვნებას ვერ მივიღებ.

რონალდუს წასვლა? სიმართლე გითხრათ, ამას დიდად არ ვიმჩნევთ, რადგან არ ვფიქრობთ. ვფიქრობთ მხოლოდ იმაზე, რომ თამაშები მოვიგოთ და არა იმაზე, ვინ არის გუნდში და ვინ აღარ არის. მასთან თამაში ძალიან სასიამოვნო იყო, ის ფანტასტიკური ფეხბურთლი და ადამიანია, მაგრამ წავიდა და ამაზე აღარ ვფიქრობთ“, – თქვა კულუშევსკიმ.

შეგახსენებთ, რომ დეიან კულუშევსკიმ მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში ერთადერთი მატჩი ჩაატარა და მასიმილიანო ალეგრი მას თავის გამოჩენის შანსს მხოლოდ შეცვლებზე აძლევს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …