მთავარი / სიახლეები / ინსინიე: “Il tiro a giro? ეს ჩემი არ არის, ალექს დელ პიეროს დარტყმაა”

ინსინიე: “Il tiro a giro? ეს ჩემი არ არის, ალექს დელ პიეროს დარტყმაა”

„ნაპოლისა“ და იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა ლორენცო ინსინიემ ე.წ Il tiro a giro-ს (“დარტყმა გარშემო”) შესახებ კომენტარი გააკეთა. ეს არის დარტყმა, როდესაც ლორენცო მარჯვენა ფეხით ბურთს ჭრის და მეტოქის კარის შორეულ მარცხენა კუთხეში ურტყამს.

ბევრი ამ დარტყმას ინსინიეს მიაწერს და ბევრისთვის მასთან ასოცირდება, მაგრამ სინამდვილეში ასეთი დარტყმით სახელგანთქმული ალესანდრო დელ პიერო იყო, რომელსაც მსგავს სტილში არაერთი გოლი აქვს გატანილი (gol alla Del Piero). ინსინიემაც თქვა, რომ ეს დელ პიეროს დარტყმაა და არა მისი.

„Il tiro a giro? ეს ჩემი არ არის, ალექს დელ პიეროსია. მანჩინი მეუბნება, რომ ზოგჯერ ახლო ძელთან დავარტყა, რადგან მეკარისთვის მოულოდნელი იქნება, როგორც ამას დელ პიერო აკეთებდა, მაგრამ ის ჩემზე ძლიერია“, – თქვა ინსინიემ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …