მთავარი / სიახლეები / სერია A / კინი: “მწვრთნელი ყველაზე რთულ მომენტებში მეხმარებოდა”

კინი: “მწვრთნელი ყველაზე რთულ მომენტებში მეხმარებოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა მოიზე კინმა „ვერონასთან“ გამარჯვების გოლის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ცდილობს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს.

„ინტერთან“ გამარჯვების შემდეგ გვაქვს მოტივაცია, რომ არ დავნებდეთ, ბოლომდე გავაკეთოთ ის, რასაც ვაკეთებთ. ასე უნდა გავაგრძელოთ. სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში ადვილი არასდროსაა, დღეს მოვიგეთ და ვიმედოვნებთ, რომ ასე გავაგრძელებთ. ჩემი ამბიციაა, რომ ყოველდღიურად ვიმუშაო. შეცდომები დავუშვი და ვიზრდები, ეს ვიცი.

დროა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვაჩვენო. ვმუშაობ იმისთვის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გავხდე. მწვრთნელი, განსაკუთრებით რთულ მომენტებში ყოველთვის მეხმარებოდა და შესაფერის მომენტში მათამაშებდა. ერთადერთი, რაც შემიძლია ისაა, რომ მოედანზე დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები“, – თქვა კინმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ 44 ქულა დააგროვა და ჯერ ისევ მეშვიდე ადგილზეა, მაგრამ მეოთხე ადგილს 4 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს მასიმილიანო ალეგრის გუნდი სამშაბათს იტალიის თასზე „ინტერთან“ ჩაატარებს, ხოლო სერია A-ში 8 აპრილს, სტუმრად „ლაციოს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …