მთავარი / სიახლეები / სერია A / შჩესნი: “იმედი მაქვს, დაბადების დღეზე 15 ქულას მაჩუქებენ”

შჩესნი: “იმედი მაქვს, დაბადების დღეზე 15 ქულას მაჩუქებენ”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ „ვერონასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ევროპა ლიგის მოგება განსაკუთრებით სურს და ეს ტურნირი მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილში გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ტერაჩანოზე სეივი საკმაოდ მარტივი იყო, მაგრამ მართალია, რომ ბოლო 10 წუთში უპასუხისმგებლო დამოკიდებულება გვქონდა, გოლის გაშვების საფრთხე არსებობდა, მაგრამ საბოლოოდ 3 ქულა მოვიპოვეთ და ბედნიერები ვართ.

ყოველთვის ვამბობდი, რომ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე ვართ. ჩვენ გვაქვს +9 ქულა „ინტერთან“, +7 ქულა „ლაციოსთან“, 15 ქულის ჩამოკლებით მცირედით ჩამოვრჩებით მათ, მაგრამ სწორ გზაზე ვართ და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა მაინც შეგვიძლია.

ახალი კონტრაქტი? მშვიდად ვარ, მხოლოდ თამაშზე ვფიქრობ, ჩემს თავს სხვა ადგილას ვერ ვხედავ. აქ ბედნიერი ვარ, მოტივაცია მაქვს და არ ვფიქრობ, სხვა კლუბში თამაშზე.

კარგი პერიოდი გვაქვს, ბოლო 8 მატჩიდან 7 მოვიგეთ, რაც დადებითი ნიშანია. შესაძლოა საყურებლად კარგი მატჩი არ იყო, არ ვბრწყინავთ, მაგრამ პაუზის შემდეგ თამაში ყოველთვის სახიფათოა. შედეგით კმაყოფილი ვარ, თამაშით ნაკლებად.

18 აპრილს დაბადების დღე მაქვს და იმედია, რომ საჩუქარს გამიკეთებენ და 15 ქულას მაჩუქებენ. ახლა ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროთასის მოგება ჩემი აზრით კარგი იქნება. ეს არ არის ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ევროპული თასის მოგება ძალიან, ძალიან კარგი იქნება, ასე რომ, იქ თამაში სტიმულია“, – თქვა შჩესნიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ 44 ქულა დააგროვა და ჯერ ისევ მეშვიდე ადგილზეა, მაგრამ მეოთხე ადგილს 4 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს მასიმილიანო ალეგრის გუნდი სამშაბათს იტალიის თასზე „ინტერთან“ ჩაატარებს, ხოლო სერია A-ში 8 აპრილს, სტუმრად „ლაციოს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …