მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” რომში ისევ დამარცხდა

“იუვე” რომში ისევ დამარცხდა

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 29-ე ტურში რომის „ლაციოსთან“ წააგო. მასიმილიანო ალეგრის გუნდს ბოლო წაგება რომში, „რომასთან“ ჰქონდა და ახლაც იგივე სტადიონზე დარჩა უქულოდ.

„იუვემ“ ცუდად ითამაშა, ქულას არ იმსახურებდა, რადგან დაცვაში ბავშვური შეცდომები დაუშვა, შეტევაში ხიფათის შექმნა ძალიან უჭირდა. ანგარიში სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა გახსნა. გოლმა დისკუსია გამოიწვია, რადგან სერბმა ალექს სანდროს ხელი ჰკრა, მაგრამ მსაჯმა გოლი მაინც ჩათვალა.

4 წუთის შემდეგ ადრიენ რაბიომ გაათანაბრა. გლეისონ ბრემერის დარტყმა მეკარემ მოიგერია, რაბიომ დაამატა, ჯერ მეკარემ მასაც აჯობა, მაგრამ ფრანგმა მეორე ცდიდან გაიტანა და მიმდინარე სეზონში მე-10 გოლი მიითვალა.

„იუვენტუსმა“ ეს ანგარიში ვერ შეინარჩუნა. 53-ე წუთზე რომაელთა შესანიშნავი შეტევა მატია ძაკანიმ დაასრულა და 2:1. დარჩენილ დროში „იუვემ“ რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა და სეზონში მეექვსე მარცხი განიცადა.

„იუვენტუსს“ ისევ 44 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „სასუოლოს“ ესტუმრება, მაგრამ მანამდე ევროპა ლიგის მეოთხედფინალში ლისაბონის „სპორტინგს“ უმასპინძლებს.

„ლაციო“ – „იუვენტუსი“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 მილინკოვიჩ-სავიჩი (38), 1:1 რაბიო (42), 2:1 ძაკანი (53)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …