მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “პირდაპირ კონკურენტთან რთული თამაში გველოდება”

ალეგრი: “პირდაპირ კონკურენტთან რთული თამაში გველოდება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ლაციოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, ეს უშუალო კონკურენტთან დაპირისპირებაა და თანაბარი თამაში იქნება.

„სანამ საუბარს დავიწყებ, მინდა, გამოჯანმრთელება ვუსურვო სილვიო ბერლუსკონი. იმედი მაქვს, რომ მალე შევხვდები. „ლაციო“ შესანიშნავ სეზონს ატარებს, ეს არის პირდაპირ კონკურენტთან თამაში მეორე ადგილისთვის, რადგან ჩვენ 59 ქულა გვაქვს, მეტოქეს – 54. სარის გუნდი შესანიშნავი დაცვით გამოირჩევა, ჩემპიონატში საუკეთესოა და ხვალ რთული მატჩი იქნება.

„იუვენტუსი“ ებრძვის რასობრივი დისკრიმინაციის ყველა აქტს, ნებისმიერ სახისას და ასე გააგრძელებს. კიეზა უკეთა, მაგრამ ჯერ შემადგენლობაში გადაწყვეტილება არ მიმიღია. შესაძლოა, დაცვაში გარკვეული ცვლილებები მოხდეს, რადგან მათ ბევრი თამაში ჩაატარეს. ალექს სანდრო უკეთაა, შეუძლია თამაში. გატი? გაუმჯობესდა და უნდა გააგრძელოს პროგრესი, ამისთვის ვმუშაობთ.

როგორც ვთქვი, შემადგენლობაზე ჯერ არაფერი გადამიწყვეტია, ვარჯიშის შემდეგ გადაწვყვეტ. უნდა შევაფასო პოგბას და ბონუჩის მდგომარეობა, რომლებიც დაბრუნდნენ და გუნდთან ერთად მუშაობდნენ. ილინგი და ბარენეჩეა განაცხადში ვერ იქნებიან, რადგან გუშინ ახალგაზრდულ გუნდში ითამაშეს.

„იუვე“ – „ინტერის“ მატჩის ბოლოს და მერე გასახდელში, რაც მოხდა, სიმახინჯეა. მწვრთნელებმა და მენეჯერებმა მაგალითი უნდა ვაჩვენოთ, მაგრამ მესმის, რომ არსებობს ადამიანები, რომლებსაც გარკვეულ სიტუაციებში მოქცევის შესაბამისი დონე და უნარი არ გააჩნიათ (იგულისხმა „ინტერის“ ერთ-ერთი მენეჯერი, რომელიც მსაჯს თავს დაესხა, მაგრამ არ დასაჯეს – რედ). ყველაზე მთავარი ისაა, რომ „იუვენტსმა“ 24 საათში დაადგინა რასისტული შეურაცხყოფის გამჟღერებელი პირების ვინაობა. „იუვე“ ამას ებრძვის, რაც მოხდა, ცუდია ფეხბურთისთვის. ახლა სხვა მატჩებზე უნდა ვიფიქროთ, შემდეგ კი 26 აპრილის თამაშზე.

სარი „იუვედან“ სკუდეტოს მოგების მიუხედავად გაათავისუფლეს? იგივე მეც გადამხდა. წელს სარის გუნდი კარგად თამაშობს, გუნდი უფრო სოლიდურია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. მსგავსებები ჩემი და სარის „იუვედან“ წასვლაში? იმ მომენტში ჩემსა და კლუბს შორის განშორება სწორი იყო, ცხოვრება სავსეა გზაჯვარედინებით, კომბინაციებით, ხანდახან ჯობია საქმეს თავი დავანებოთ.

არ ვისურვებდი ისეთი თამაში იყოს, როგორც „სანჯოვანეზესთან“, როდესაც 0:0 დასრულდა კარში დარტყმის გარეშე. თანაბარი თამაში იქნება, 10 ტური დარჩა და ყველა ქულა მნიშვნელოვანია“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ლაციოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 8 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …