მთავარი / სიახლეები / სერია A / მოურინიო: “დარწმუნებული ხართ, რომ “იუვეს” 59 ქულა არ აქვს? იტალიაში ვართ”

მოურინიო: “დარწმუნებული ხართ, რომ “იუვეს” 59 ქულა არ აქვს? იტალიაში ვართ”

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ტორინოსთან“ მატჩის შემდეგ „იუვენტუსს“ კბილი გაჰკრა.

მას ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი გუნდი მესამე ადგილზეა, რაზეც პორტუგალიელმა უპასუხა:

„დარწმუნებული ხარ, რომ „იუვენტუსს“ 59 ქულა არ აქვს? იტალიაში ვართ“, – თქვა მოურინიომ.

მოგეხსენებათ, „იუვეს“ დაკლებულ 15 ქულას თუ დაუბრუნებენ, 59 ქულა ექნება და მეორე ადგილზე აღმოჩნდება, შესაბამისად, „რომა“ – მეოთხეზე. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ცნობილი 19 აპრილს გახდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …