მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვემ” “ვერონასთანაც” წააგო

“იუვემ” “ვერონასთანაც” წააგო

„იუვენტუსის“ კოშმარული პერიოდი დაუსრულებლად გრძელდება. მასიმილიანო ალეგრის გუნდი მე-11 ტურში „ვერონას“ დაუპირისპირდა და ისევ წააგო – ზედიზედ მეორედ და სეზონში მეოთხედ.

გუნდში უდიდესი პრობლემებია, რაც აშკარად ჩანს, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა არაფერს აკეთებს. ამასობაში კი დრო გადის და „იუვეს“ აშკარაა, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა გაუჭირდება და ევროპა ლიგის საგზურისთვისაც ალბათ ძალიან დიდი ბრძოლა მოუწევს.

„ვერონამ“ მე-11 და მე-14 წუთებზე ორჯერ გაიტანა. ორივე გოლი ჯოვანი სიმეონეს ანგარიშზეა, რომელმაც ერთი კვირის წინ „ლაციოსთან“ პოკერი შეასრულა და ახლა ორ გოლს დასჯერდა.

ცივი შხაპის შემდეგ კარგა ხანი არაფერი იცვლებოდა, მხოლოდ პაულო დიბალა ცდილობდა რამის შეცვლას და ტაიმის ბოლოს ბურთი ხარიხას გაარტყა. მეორე ტაიმშიც სურათი იგივე იყო. კვლავ დიბალა თამაშობდა და სხვები აბსოლუტურად არაფერს აკეთებდნენ. 79-ე წუთზე „იუვემ“ ერთი ბურთი გაქვითა, რომელიც ვესტონ მაკკენის ანგარიშზეა, რომელიც კარგად ჩაერთო ცვლილებიდან თამაშში და გოლის გატანის შანსი მანამდეც ჰქონდა.

89-ე წუთზე კი „ვერონას“ მეკარე მონტიპომ პაულო დიბალას ურთულესი ბურთი აუღო და ეს ბოლო შანსი გამოდგა. ტურინელებმა წააგეს და 11 ტურის მერე მხოლოდ 15 ქულა აქვთ. მის წინ მყოფი გუნდები კი ქულებს სტაბილურად აგროვებენ და ევროზონასთან უფსკრული კიდევ უფრო იზრდება.

„იუვენტუსმა“ 11 ტურში 15 გოლი გაუშვა და მსგავსი ცუდი შედეგი 1961 წლის შემდეგ პირველად აქვს. მომდევნო მატჩს ტურინული გრანდი ჩემპიონთა ლიგაზე ზენიტთან, ხოლო სერია A-ში „ფიორენტინასთან“ გამართავს. ორივე მატჩი ტურინში გაიმართება.

„ვერონა“ – „იუვენტუსი“ 2:1 (2:0)

ვერონა, „ბენტეგოდი“

„ვერონა“ (3-4-2-1): მონტიპო; დავიდოვიჩი, გიუნტერი, კაზალე (ჩეკერინი 67); ფარაონი, ლაზოვიჩი (შუტალო 67), ველოზუ, ტამეზე (ბესა 75); ბარაკი, კაპრარი; სიმეონე (კალინიჩი 83)

მწვრთნელი: იგორ ტუდორი

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო (პელეგრინი 82); კუადრადო (კულუშევსკი 70), ბენტანკური (ლოკატელი 58), არტური (ბერნარდესკი 70), რაბიო (მაკკენი 58); დიბალა, მორატა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 სიმეონე (11), 2:0 სიმეონე (14), 2:1 მაკკენი (79)

გაფრთხილება: ლაზოვიჩი (26), კაზელე (57), ფარაონი (61), გიუნტერი (77) – დანილო (29), არტური (61), მორატა (77)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 15 (4) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 4:1 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ლივიო მარინელი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …